პირველი:
- ვინც ქურდი არაა ის არიფია.
მეორე:
- იმიტომ ვერ ვეტყვი, რომ ''ძველი'' (''ნეპმანები'') ქურდები, ისევე როგორც წმინდა ქურდული ტრადიციები აღარ არსებობს.
რა დაინახე აქ არალოგიკური?

ქურდის ოჯახი ციხე იყო, ხოლო ოჯახის წევრები კი ის ვისაც ციხე ეკუთვნოდა.
ციხე ქურდებისაა და როდესაც ''სვაბოდიდან'' ბრუნდებოდა ტრადიციულად აღნიშნავდა:
''ისევ სახლში დავბრუნდი''
და არავითარი დამწუხრება, რადგან ''სვაბოდაზე'' არ არსებობდა ქურდისათვის არავინ და არაფერი ძვირფასი.
ძვირფასი ქურდული იდეებისა და საძმოსი, რომელსაც შეუძლია შეაკავოს ავტორიტეტი.
უცნაურად ჟღერს?

ვიცი ძალიან კარგად ვიცი. თავის დროზე არც ქურდებთან მაკლდა ურთიერთობა და არც მათ შესახებ მასალებთან გაცნობა, ხოლო ერთმა ადამიანმა ყველაფერი ხუთიანზე ჩამომიყალიბა არა მარტო მე, არამედ მთელ ქურდულ სამყაროს, თუ რატომ თქვა თავისი ნებით უარი ''საიუზნი ავტორიტეტებაზე'' რაც ფაქტიურად იმ დროს შეუძლებელი იყო (საიუზნი ავტორიტეტად 1942 წელში გახდა ბერიას პრესების დროს) და 38 წლის ასაკში რატომ გადაწყვიტა (1926 წლიანი) საშუალო განათლების ატესტატის აღება და შემდეგ პიესების წერა, ხარისხების დაცვა...
და ყველაფერ ამასთან ერთად - მიუხედავად საქართველოს ორივე პრეზიდენტის საგულდაგულო მცდელობისა და ათასი ჭორისა - მისი ავტორიტეტი ქურდულ სამყაროში ყოველთვის დიდი იყო.
'' - ერთხელ ლენინგრადში ერთი საქმე უნდა გამერჩია როგორც ავტორიტეტს.
საქმე ქურდს ეხებოდა. პრეტენზიები - სვაბოდაზე გამოსვლის პირველ წელს თავზე გადავყევით პატივისცემა და რამეები.... მეორე წელი, გავიდა - არაფერი.... მესამეც მთავრდება.... - რატომ არ იჭერენ? და არც ''პაბეგშია''?
- ეგ როგორ? - ყბა ჩამომვარდა
- როგორ და არ არსებობს ადრე თუ გვიან რომ არ დაგიჭირონ. ქურდის საქმე არაა წილები, გარიგებები... ქ
ურდმა უნდა რაც შეიძლება მეტი მოიპაროს, სუმუდამ მიმალვაში იყოს და მილიციას გაურბოდეს. ''სვაბოდაზე'' ის სტუმრადაა, ციხეში კი - სახლშია.
სახლში სადაც ''ოტ ზვანკა დო ზვანკა'' უნდა იჯდეს და არავითარი სროკის განახევრება, ადრე გამოსვლა. ქურდს არასდროს უნახევრებდნენ რადგან განაწესს არასდროს ასრულებდა. მარტო პრესი და კარცერი.
რატომ არ იჭერენ თუ იპარავს? რატომ არ არის ''პაბეგში''? შეკრულია? ეს უკვე თითქმის სიკვდილის განაჩენი იყო''
შენ გინდა რომ ეს იდეოლოგია რაიმეთი დავაკავშირო ''ახალ'' ქურდებთან რომლებიც ციხეში საერთოდ არ მჯდარან?
არ გამომდის

ისევე როგორც ხსენებულ ავტორიტეტს არ გამოუვიდა და შეეშვა იმას რასაც არაფერი საერთო აღარ ქონდა ამ იდეოლოგიასთან.
ამიტომ მე სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობ, იმას ამასთან საერთო მარტო ისაა აქვს, რომ ძირითადი სიტყვა ემთხვევა.