მეფესა ერთი კარგი სიზმარი მონატრებია....
რა უბედურებაა სულ ვირთხები და ვირთხები მესიზმრებააა
ამასწინათ დამესიზმრა , რომა წავედი ლილოს ბაზრობაზე საქეიფოდ

ჰოდა შემოვუსხედით სუფრას

ჰოდა ჩვენთან ერთად სუფრასთან იჯდა ერთი გაურკვეველი სქესის ადამიანი, რომელიც ვერაფრით ვერ ვხვდებოდი ლენინი იყო თუ წითელქუდა

თვალები ცისფრად ჰქონდა შეღებილი და წითელი ქუდი ეხურა და თან ინგლისურს გვასწავლიდა

კერძოდ კი არაწესიერ ზმნებს

ჰოოოდა , მერე შუა ქეიფისას ვიღაცას ტაშტი მოატანინა ცხელი წყლით და შიგ ფეხები ჩააწყო

ჰოოდა სიზმარი კიდევა დამთავრდა ჩემი კითხვით , რომელიც ასე ჟღერდა : შენ ლენინის კლონი ხარ თუ წითელქუდასი მეთქი?
იმანა კიდე ჩაახველა და რაღაც მიპასუხა დაახლოებით ასეთი : მე სულ სხვა დონე ვარო რა

, მაგრამ კარგად ვერ გავიგე და დავრჩი ასეთ გაურკვევლობაში?
ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ????
ჰააააააააა?????