#1046930 · 21 Feb 2005, 02:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DiamondMan
QUOTE | 1.შენი ადრინდელი ნიკი შემახსენეეე.... (თუმცა არ მგონია გამოტყდე ) |
ეს, ალბათ ნამუსზე შესაგდებად ხომ, რომ გავტყდე და ნიკები დავფქვა?
სულაც არ იყო საჭირო ასეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალების გამოყენება, დასამალი რა მაქვს? არც არაფერი. ფორუმზე პირველად ვარ დარეგისტრირებული. აქ ნასტი-ნათიაომ მომასწავლა. მანამდე მირკში კი (იყო ასეთი პერიოდი ჩემს chat life-ში) ნიანგი მერქვა, სხვადასხვა ვარიაციებით. ასე, მაგალითად, ფუმფულა ნიანგი, ჩექმებიანი ნიანგი, ნიანგთუხუცესი...
QUOTE | 2.ვთქვათ სახლში ხარ მარტო და მოულოდნელად შუქი ჩაქრა....შეგეშინდება თუ არა და თუ კი-რისი შეგეშინდება?...ან რას გააკეთებ?..(უფრო შეგეშინდება ავი სულების ან რამის ეგეთ პონტში,თუ ვინმე მანიაკის,თუნდაც სექსუალურის?) |
ოოო, შემეშინდება და მერე როგორ?! სიბნელის შემეშინდება, თუმცა, სექსუალური მანიაკი რომ გამოჩნდეს, ჩემი შიში სასიამოვნოდ გაქარწყლდება.
QUOTE | 3.დავუშვათ გყავს საყვარელი ადამიანი,რომელიც ძალიან მაგრა გიყვარს...მასაც უყვარხარ... მოულოდნელად გებულობ,რომ მან შენს დაქალთან გიღალატა...შენი რეაქცია?... |
ყველა იმედგაცრუება იწვევს გულისტკივილს, რომელიც ექვემდებარება გაუტკივარებას ჟამთა სვლასთან ერთად. ანუ თქვვენს ენაზე, დრო ანესთეზიის საუკეთესო საშუალებაა, ბატონო ესკულაპე.
შემხვედრი კითხვები:
1. ჰგავხართ თუ არა სექსუალურ მანიაკს, ბრილიანტის კაცო? 2. ურთიერთობის უმჯობეს საშუალებად რომელი მიგაჩნიათ, ვირტუალური თუ რეალური სამყარო? 3. დაბოლოს: საქართველო გადარჩება?
--------------------
raime chkvianurs elodi? jobia personal photo naxo, kudis unaxavs gagxdis :P
www.iveria.eu
|