გოიმი ძირითადად ორნაირია - პრეტენზიული გოიმი და ალალი გოიმი.
ალალი გოიმი უბრალოდ სოფლელია, ან პროვინციალი, ან თუნდაც ქალაქში დაბადებული, რომელიც ალალია, უპრეტენზიო, თანაც გონიერი და ცხოვრებაში სწორი პოზიცია აქვს. რაც მისასალმებელია.
ეს გოიმი გოიმი არ არის. ეს ნორმალური ადამიანია. ვიცნობ ასეთ ხალხს და მიყვარს ასეთი ადამიანი. თუმცა
გოიმური აქვს. მაგრამ ეგ ეპატიება. იმიტომ, რომ ალალია! თანაც, ოდნავ თუ გამოიქექა, მაგას დროთა განმავლობაში ისწავლის!
ცოტანი არიან ასეთები, სამწუხაროდ.......

ეგეც არ იყოს, რამდენი მინახავს ქალაქელი ინტელიგენტის ნიღაბს ამოფარებული, კარგად ჩაცმული ნაძირალები? ეგენი გოიმები ნაღდად არ არიან, მაგრამ უხ მაგათი.........! ეგეთ "არაგოიმს" 100-ჯერ მირჩევნია ალალი გოიმი!
ყველაზე საშინელი (და ყველაზე გავრცელებული) ნაირსახეობა გოიმისა კი არის გოიმი პრეტენზიული.
ესაა ან ქალაქში სოფლიდან შემოვარდნილი, ან "გაღმაუბნელი" ბიზონი, ან ტახი, რომელსაც ვერ აჩერებს ვერაფერი... მათ დასაკარგი არაფერი აქვთ - როგორც პროლეტარიატს ოქტომბრის რევოლუციაში......

დააკვირდით, ჩვენს გარშემო სიფათების უმრავლესობას... რქების ჯარს ხედავთ? ოფლის სუნი გცემთ? ეგ არის!!

არის კიდევ ე.წ. "ჩუმი გოიმი", რომელიც არავის არაფერში ხელს არ უშლის - გოიმია და არის თავისთვის. გინახავთ არააგრესიული გოიმის სახე? ეს შავებში ჩაცმული დედაკაცები, ზაფხულობით რომ ჩამოყვებიან ხოლმე თავიანთ გოიმ გოგოებს ქალაქში და გაზეთს იფარებენ მზისგან... გოიმის ამ სახეობაზე არც ღირს ალბათ ლაპარაკი, მაგრამ, ესეც, როგორც სტატისტი, თუ დიდია რიცხვით, ნამეტან გოიმურ ფონს ჰქმნის ქალაქში........

ხო, არის კიდევ სუუუუულ სხვა, ცალკე კატეგორია გოიმისა და თანაც ძალიან მკაფიოდ გამოხატული: ესაა თბილისელი კეკელკები, ჩვენი ქალაქის მშვენება!

ეს მოვლენა უნიკალურია და განუმეორებელი, მაგას ცალკე პოსტიც არ ეყოფა, ცალკე ტოპიკი უნდა და გვხსნა/არ გავხსნა, ვმერყეობ - არ ვიცი!
This post has been edited by Johnnie Walker on 29 Apr 2005, 23:48