შოვი, შოვი

მე ვიყავი შარშან, აგერ ვარ კომპეტენტური პირი
ტაკ: ტურბაზაში ვისვენებდი, ეგ ყველაზე ნორმალურია, სხვაგან ცხელი წყალი პრობლემაა, ორნი ვიყავით, კორპუსში ვცხოვრობდით (არის კოტეჯებიც), თითომ 28 ლარი გადავიხადეთ დღეში (პროფკავშირებში ავიღეთ საგზური), კვება სამჯერადია, მაგრამ ტყეში დგას ფაცხები და თუ გინდა წახვალ და მიირთმევ რაჭულ ლობიოს, ლობიანსა და კალმახს

არის მჟავე წყლები, ტურბაზის უკან ჩამოდის მდინარე, მოკლედ, თუ ნამდვილი დასვენება გინდათ, უკეთესს ვერაფერს ნახავთ.
და კიდევ: პირობებს რაც შეეხება, გადასარევიაო, ვერ იტყვი, მაგრამ ნორმალურია, თანაც, მე რომ ვიყავი, პირველი სართულის ოთახებში რემონტი იყო გაკეთებული, მეორეზე თუ მოასწრეს არ ვიცი

ლუქსში აბაზანა ოთახში გაქვს (თორემ მოგიწევთ საერთო აბანოში სირბილი), წყალს რაც შეეხება, მზის ბატარეებია და მზიან ამინდში გაქვს ცხელი წყალი, თუ წვიმს, მაშინ რა გითხრათ

შუქი თითქმის არსად არ არის ხოლმე, მაგრამ სხვა სახლებისაგან განსხვავებით "დვიჟოკს" გვირთავდა ბატონი გოგი მობილურების დასატენად

კვება კარგია
ტელევიზორი და რადიო არ იჭერს, ტელეფონები მუშაობს (თუ არ ჩამოიქცა შარშანდელივით), საკმაოდ გრილა, მოკლედ, შვიდსაათიან მგზავრობას და იმ გზებზე ჯაყჯაყს თუ გაუძლებთ, კარგად დაისვენებთ, თანაც თუ ფეხით სიარულს შეძლებთ და ამინდებიც ხელს შეგიწყობთ, "პახოდებიც" შეგიძლიათ მოწყოთ მამისონზე ან უძირო ტბაზე
თუ ვინმეს მართლა გინდათ, დირექტორი ჩემი მეგობრის მამაა და შემიძლია ადმინისტრატორის ნომერი გაგიგოთ და პირდაპირ ჩასვლის მერე აიღებთ ოთახს, ან აქვე აიღეთ საგზური

მოკლედ, ბედნიერი დასვენება
This post has been edited by elizaveta on 17 May 2005, 23:12