წლების წინ ნოუტ ბუკი გამიფუჭდა და წავიღე საგარანტიოში, უნივერსიტეტის მეცხრე კორპუსი იცით? აი მანდ ქონდათ ოფისი პირველ სართულზე
ხოდა სანამ ხელოსნებთან ჩავიდოდი ახალგაზრდა გოგოები ისხდნენ მისაღებში და მთხოვეს დალოდება, როცა გამომიძახებდნენ მაშინ ჩავყვებოდი ქვევიდან ამოსულ გამცილებელს, ხოდა ასე უნებლიედ გავხდი მათი საუბრის მოწმე:
ის მომენტია დედა პარასკევამ დააბაზრა გაბრიელის საფლავს მირონი სდის ვინც სანთელს დაანთებს სამი სურვილი შეუსრულდებაო, ხოდა მთელი თბილისი დაიცალა, ეს გოგო აშკარად მცხეთიდან დაბრუნებული იყო და მეორეს შთაბეჭდილებებს უზიარებდა, ის კი ნანობდა რომ ვერ მოახერხა წასვლა, ხოდა ამ მომენტში ვიღაცამ დაურეკა, მეორე ხაზზეც გოგო იყო და უხსნიდა რამხელა რიგში იდგა, ეს კი ნიშნის მოგებით ახარბებდა დილას უნდა წასულიყავი გენაცვალე და მთელ დღეს არ დაკარგავდიო, ხოდა უცებ გაახსენდა: "ხო მართლა კინაღამ დამავიწყდა მეთქვა გოგო, ჯანმრთელობა და ბედნიერება არ ჩაუთქვათ, ეგ მე უკვე ვისურვე თქვენთვისაც და ორ სურვილს მაგაში ნუ დახარჯავთო!"

კინაღამ კომპიუტერი გამივარდა ხელიდან, რამოდენიმე დღეში გაბრიელი საფლავიდან ამოთხარეს და სამებაში დაასვენეს "უხრწნელი სხეული"... მაგრამ ეს უკვე სხვა კურიოზია...
This post has been edited by mepar on 3 Jun 2019, 23:17