Sharkyმერე შენც გექეიფა ერთი ორი ვოვასთან. კაი რაღაცასაც გამოკრავდი ხელს (და არა მარტო ხელს). შენ კი ბათიაშვილი, ბათიაშვილი, ჩაიხვიე რა. ცოლი მაინც ყავდეს იმ უდღეურს
მერე მიდი, მე რას მიყურებsharlotვეჭვობ, რომ ერთ-ერთ მეზობელს ერქვა სერიოჟა, და არა სეროჟა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ სიტყვას ცოტა ფრთხილი ხმარება უნდა
საბუნია
კაი იყო. თან სულ მიკვირდა, საიდან გაქვს ხოლმე ნატიფი მეობის ფონზე ეს მელკოკრიმინალური ზამაშკები, ახლა კი ყველაფერი ნათელია
paranoidis_dzmaშენ ამ ბოლო დროს მაგარი აკრიფე. შენი ნიჭის პატრონი, კაკ მინიმუმ, თექვსმეტსართულიან სახლში უნდა ცხოვრობდე, სადაც სართულზე ოთხი ბინა იქნება. თან სასურველია, ყველა მსუბუქი ყოფაქცევისა იყოს, თორემ კაი ხალხის დასახასიათებლად რაცხა არ მოგდის მუზები.
მაშ ასე, მეხუთე სართული.
ამერიკის გერბი გახსოვთ? და მასზე გამოსახული ”ჩიტი” - ეს არის თეთრთავიანი ფსოვი. ძალიან ლამაზი ფრინველი რომელსაც ნისკარტით თევზაობა შეუძლია ხუთიანზე. მართალია სამბინებიანის მაცხოვრებელ ნათელას სილამაზისა არაფერი ეცხო, სამაგიეროდ ქონდა ნისკარტი, უყვარდა თევზაობა თავისი კარებისწინა ბაქანზე. თან ქონდა თეთრი თმები, ბებრულად თეთრი კანი და შავი დანარჩენი... არა, პირდაპირი გაგებით არა - უბრალოდ ის შავოსანი იყო და ტაპოჩკებიც კი სტროგი შავი ფერისა იყო. კაროჩე, გავდა რა შორიდან ფსოვს, თუ არ გჯერათ და აჰა. ნათელა მე ეზოში მხოლოდ 4 ჯერ მყავს ნანახი - სპიტაკის, საჩხერის, გარმიშ-პარტენკირხენის და ომალოს მიწისძვრებისას. ახლა რომ ვიხსენებ ამ მოვლენებს, ვხვდები, რომ მისი ქადილი სიკვდილის სიკარგის შესახებ დიდი ტყუილი იყო, როგორც ზემოთ ავღნიშნე, პირველივე რყევისას მომაკვდავი მარტორქასავით მოუქნელი ნათელა კიბეზე ჩამორბენის რისხვა ხდებოდა... სამწუხაროდ, მისი ეზოში გამოჩენა და პირვანდელი დამარტორქება ერთი იყო, ამიტომ იგი უკან 7 ჯან-ღონით და მომავლის იმედით აღსავსე თანასადარბაზოელის ასაყვანი ხდებოდა. სიარულით კი ნათელა სასაფლაოზე დადიოდა მხოლოდ, სადაც თავის დამთავრებული საფლავით ტკბებოდა. წარწერაც მზად იყო, მხოლოდ სიკვდილის წლის ბოლო ციფრი აკლდა. ნუ, მილენიუმის დადგომისთანავე ნათელას ერთიანის და ორი ცხრიანის ჯართის მიმღებ პუნქტში მოუწია ჩაბარება.
ცოცხალია თუ არა ახლა ის? არც კი ვიცი. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მე ორივე გამიკვირდება

ერთოთახიანში მაყვალა ცხოვრობდა, რომელიც ჭირვეული ხასიათითა და ჩაცვენილი თვალებით დამამახსოვრდა. ეტყობა ღამ-ღამობით არ ეძინა საწყალს და ლექსებს წერდა, ანაც ტიროდა. ბედი არ გინდა, თავისი არც თუ ამაზრზენი გარეგნობისდა მიუხედავად მან ასეც ვერ შეძლო გათხოვება. ეჰ, სად იყო ამ დროს ტიმი თავისი ფორუმით და ორასოცი ვოლტით? მაყვალა ნათელი ილუსტრაცია იყო იმისა, რომ ქალისთვის უბრიქოზობა დამღუპველია... მართლია, ჩემთვის კარგი არაფერი გაუკეთებია მაგრამ მაყვალა მაინც მიყვარდა ჩემებური (პლატონირი

) სიყვარულით.
ოროთახიანებში ერთი დიდი ოჯახი ცხობრობდა. ოჯახისთავი რობერტი ჩვენი საპარიკმახეროს ვასკვლავი იყო და ხალხის კორტნის გაითქვა სახელი, რის გამოც ბავშობაში დედაჩემი მას ყოველთვის მარიდებდა, მერე კი, რომ წამოვიზარდე, უკვე ჩემით ვერიდებოდი... რობერტიც სიკვდილის ქარბორბალას მსხვერპლი გახდა, რომლის შესახებაც მე მეორე ნაწილში ვისაუბრე. ბოლო ორი წელი იცოდა, რომ შანსი არ ქონდა, იჯდა ისიც კარებიც წინდა და უყურებდა ნათელას, ნათელა კი მას

მართალია, მას თავის კვალობაზე არც თუ ურიგო ცოლი ყავდა და ნათელა მასზე 25 წლით უფროსი იყო , მაგრამ მის ადგილას მაინც შევიყვარებდი ნათელას ამ ორი წლის მანძილზე ...
რობერტის შვილმა ავთომ ცოლი სექტემბერში მოიყვანა და ქორწილი რატომთაც ეზოში გადაიხადა. მახსოვს, მაშინ ზუსტად ”ვაშლ და შაქარას” ვსწავლობდი, მაგრამ მაცადეს როო?

მოკლედ ჩვეული 20 წუთის ნაცვლად ლექსის დაზეპირებას მთელი დღე მოვუნდი და რომ მოვრჩი, ავთოს უფროსი ბიჭი ამ დროს ალბათ უკვე ჩასახული იყო. სამაგიეროდ ლექსი ახლაც მახსოვს

ავთო, ისევე როგორც ყველა ავთო, ძალიან ჯიგარი იყო და ტაქსისტობა რომ დაიწყო ერთი-ორჯერ უფასოდ გამიყვანა. აი ახლა ვიხდი მადლობას ამ სახით

მათ ორი შვილი ეყოლათ, გიგა და ალბინოსი, რომლის სახელიც არ მახსოვს. გიგა ერთი პერიოდი ალექსანდრე (სანჩო) პანსობას მიწევდა და ხშირად მიყვებოდა თავისი ბავშვური ოცნების შესახებ - მუშაობა დაეწყო ”ბანი და კომპანიაში”
გაგრძელება იქნება
This post has been edited by მიხეილ რძე on 18 Jun 2005, 02:19