მეოთხე სართული ჩემი ერთ-ერთი უსაყვარსელი სართული გახლდათ. ეს მის დამპალ მაცხოვრებლებთან არაფერ შუაშია, უბრალოდ ზევით რომ ავდიოდი, მეოთხე სართულის დანახვაზე იმის შეგრძნება მქონდა რომ ცოტაც და სახლში ვარ, იგივე იყო დაშვებისასაც - თუ მესამე სართულზე კარების წინ უაზროდ მდგარ ელენა ზახაროვას არ შევასკდი, თითქმის ეზოში ვარ. მაგრამ აქ ისევ მოვლენებს ვუსწრებ.
სამოთახიანებში ცხოვრობდა გძეტა ორმოცდათუთხმეტი წლის ედიკა (ჩემი მეხსიერება საიდანაც იწყება იმ დროს, თორემ ახლა ბევრად მეტის იქნებოდა), მისი ცოლი ლიზიკო და მათი შვილი ომარი. რატომღაც მეგონა, რომ ორივე მამრ ........-ძეს ომარი ერქვა და ეძიკას ნამდვილი სახელი მხოლოდ მისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ გავიგე. მისნაირ სიკვდილს კი არავის ვუსურვებ - აპრილის ერთ ღრუბლიან შუადღეზე გაგორდა უცებ შუა ეზოში და ბაყაყივით გაიბერა. თან რაღაც სტრანნი ფერიც მიიღო

ცუდი დღე იყო, მახსოვს იქაურობა დედაა, ტიტუუ, უიმეეე, საწყალიი -ს ყვირილმა მოიცვა. მალე ეს ყველაფერი კორპუსის მაცხოვრებლებს მობეზრდათ და წავიდნენ ”კურიერის” საყურებლად, რომელიც იმხანად აბაროტებს იკრეფდა და ყურადღების ცენტრში იყო. ეძიკასთან მხოლოდ ლიზიკო დარჩა და ალბათ იმას უხსენებდა, როგორ აგინებდა ქმარი ბოლო ხმაზე დედის მ-ს, ისე, რომ მეც გარკვევით მესმოდა ყველაფერი. ლიზიკო მაინც ტიროდა, იმიტომ, რომ კარგი ქალი იყო... და რაც მთავარია სოფლელი, სოფლელები კი ასეთ დროს ყოველთვის ტირიან, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ, რომ არ იტირონ.
ეს ედიკა ისეთი კაცი იყო, რომლის შესახებ მხოლოდ ძალიან ნასვამზე თუ იტყვის მავანი, რომ შვიდი წლის წინ წუთისოფელს კარგი ადამიანი დააკლდა. მისი მთავარი სიკარგე მხოლოდ ის გახლდათ, რომ ძალიან ცუდიც არ იყო. რატომღაც მუდამ მეკითხებოდა, თუ როდის ვაპირებდი ცოლის მოყვანას. ამას აკეთებდა ხმამაღლა და გამოთქმით, თან არცერთხელ არ დავიწყებია ამის გაკეთება. მისი გაბერილი სხეულის ირგვლივ საპანაშვიდო დაკრუგვისას მომეჩვენა, რომ მაშინაც იგივე მკითხა. პირველად დავაპირე მისთვის ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, მაგრამ ამ დროს მის შვილ ომარს შევეფეთე

ასე, რომ ასეც ვერ ვაღირსე პასუხი ედიკას. ახლაღა ვამბობ - ეძიკ, ცოლს აუცილებლად მოვიყვან, ეს იქნება შაბათს და თბილისში. გმირთა მოედანს სამ კრუგს დავარტყავთ მთელი კორტეჟით, ხოლო მე და ბედნიერი პატარძალი რენო-მასკვიჩში ვიჯდებით! თუ თავად ედიკა ვერ წაიკითხავს ამას, ძალიან ვთხოვ მომხმარებელ პარანოიდის ძმის სულს, რომ როგორმე გადააგზავნოს.
ომარი თავიდან არ იყო ცუდი ტიპი. მაგრამ ერთხელ ახალმოყვანილი ცოლის თვალწინ მე და ეზოს სხვა ზასრანცებმა სხვადასხვა ზომის გუნდები დავუშინეთ და რატომღაც ყველა მოვარტყით…ნუ, შეიძლება იმიტომაც, რომ 120 კილო იყო და შესაბამისად დიდი. როდესაც სხარტი სეროჟას მიერ 128 კმ/წთ სიჩქარით მოქნეული თოვლის კატლეტი მას წარბებშუა მიენისკარტა, ომარმა ვეღარ მოითმინა და გამოგვეკიდა. სირბილი მაინც ცოდნოდა

მოკლედ ასრიალდა და მოჯდა. თან მაგრა ცუდად, აი ზუსტად ისე, 120-კილოანი კაცები როგორც ილეწებიან ხოლმე კურდღლის მოპასკულზე... წაიქცა და დაიწყო ტირილი. ჩვენ კი სიცილი და გუნდების ახალი ზალპი შევაგებეთ… ომარი ხაოდა, ცოლი მოშორებით იდგა და არ იცოდა, რა ეკეთებინა. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ლიზიკომ ჩამოირბინა და მიგვასინდისა. სულ მერეღა ვიფიქრე, რომ ვერ მოიყვანა ომარმა კაი ცოლი, რომელიც მასთან მიირბენდა, სახეს გაუმშრალებდა და ნაზი ხმით ეტყოდა, რომ ის მაინც ყველას ჯობია. სულ მამამისის ბრალია - მე ხომ სულ ტვინს მი**ნავდა ცოლის მოყვანაზე, და თავის შვილი რა დღეში ეყოლებოდა, ამის წარმოდგენაზეც კი ვიძაბები.
შუა ბინაში ცხოვრობდა მარტოხელა ქალი - სახელად ვარა. ვარია არა, ვარა! ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ეს ქალი აზერია. მაგრამ მერე გაირკვა, რომ ბერძენი ყოფილა. ვარა სიმაღლეში მეტრტრიდცატი იყო, გააჩნდა რიჩარდ მესამეზე დიდი კუზი და გოჩა ჯამარაულზე დაკუნთული ფეხები. ლუკმა პურს ის ბოთლების შეგროვებით, დახარისხებითა და ჩაბარებით შოულობდა. მისი გული საბოლოოდ მაშინ მოვიგე, როდესაც არგოს 2 ბოთლი მივუტანე 1997 წელს. ერთხელაც გავარკვიე, რომ ვარას მავანი მეზობლისთვის 300 დოლარი უსესხებია. მAინ მივხვდი ორ ჭეშმარიტებას, რომ ბოთლაობით კაი დიდი მაყუთის შოვნა შეიძლება. ასევე მივხვდი, რომ ბერძნებს კეთილი გული აქვთ.
ვარას მოსავლელად აყვანილი ყავდა გონებასუსტი გოგო ნონა, რომეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მისი ქალიშვილი მეგონა

ნონა მუდამ ენაგადმოგდებული, საოცრად უშნო არსება იყო. თუმცა, სწორედ ის გახდა პირველი გოგო, რომელსაც ყვავილები ჩემი სურვილით ვაჩუქე - მეზობელი ეზოს ერთ-ერთი კარგადშეღობილი ბაღიდან მოპარული იასამანი იყო, რომელიც თავიდან რაძი კაიფა მავიპარე. თუმცა სხვისი საკუთრების მითვისების პროცესში ზედა სართულიდან იმდენი უსამართლო მორალური დამცირება მივიღე, რომ ნადავლის ასე დაყრა ალოგიკური იქნებოდა... თავიდან დედაჩემისთვის მინდოდა სიურპიზის გაკეთება. მაგრამ ამ დროს დავინახე ვარას კარის კარის წინ სკამზე მჯდომი ენაგადმოგდებული ნონა. წავიღიღინე როლინგების "შიზ ლაიქ ე რეინბოვ" და ნონას თაიგული გავუწოდე. მან კი ცარიელი თვალები შემაგება (აბა, სხვანაირი არ ქონდა) და რაღაც ბგერა გამოსცა...
ამის მერე, დიდხანს ვფიქრობდი, სწორედ მოიქცა თუ არა ნონა, როდესაც ასე უჟმურად მიიღო ჩემი საჩუქარი. კაცად-კაცი მაშინაც კარგი ვიყავი და ასეთ სიმკაცრეს ნაღდად არ ვიმსახურებდი

თუმცა მის საქციელს მხოლოდ ისტორია და მეტეხში მისული ინწილიგენცია თუ განსჯის.
ჰო, ნონა ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ამ თემის ბოლო პოსტი რომ დავწერე, სადღაც ერთ თვეში. ალბათ არ უნდა მეთქვა ეს - ფაქტიურად ყველა მეზობელი ისე მოკვდა, რომ მათი შეყვარება ვერც მოასწარით. ძალიან სუსტ ბელეტრისტიკულ ხერხს მივმართავ... მაგრამ კვდებიან რა, და რა ვქნა. უკან ვერ დავაბრუნებ. არც ღმერთი ვარ და არც ცეესკო.
მეოთხე სართულის ოროთახიანებში რუსკაიაზიჩნი ებრაელების ერთშვილიანი ოჯახი ცხოვრებდა. შვილს ეთერი ერქვა და ძალიან პატარა იყო ტანით. რაც წლები გადიოდა, სულ უფრო პატარავდებოდა. ერთი პერიოდი ვარაზე დაბალიც კი გახდა, მაგრამ მერე ოდნავ გამოასწორა სიტუაცია.
ათიოდე წლის წინ *****ებმა რომელიღაც საეჭვო ლატარიაში მოიგეს ბინა ქალაქ ლოს-ანჯელესში და იქ გადასახლდნენ

ოჯახის თავი სადარბაზოს ნომერ აძინ ელექტიკი იყო და მისი იმიგრაცია და ჩვენი ლიფტის სიკვდილი ერთი იყო. ბინა დღემდე არ გაუყიდიათ. ქვედა მეზობლებს დაუტოვეს გასაღები. შიგადაშიგ ურეკავენ კიდევაც და ლოს-ანჯელესურ ყოფაზე წუწუნებენ. ბოლოს ამბობენ, თბილისში გვინდაო. ნუ, ივრეი რა, ბევრი რომ არ გავაგრძელო... ჰო, ეთერიმ ამერიკაში დაპატარავება შეწყვიტა და ვიღაც ქართველს გაყვა ცოლად, რაც მთელ სადარბაზოს გაუკვირდა თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით

მიზეზებზე არ მკითხოთ, თორემ პოლიტიკაში გადავიჭრები.
გაგრძელება იქნება