მე და მაიკო (ჩემი ბიძაშვილი) სამთო ქიმიასთან 8:09-ზე მივედით. თხუთმეტამდე მოლაშქრე უკვე იქ იყო

. ვინახულეთ ნაცნობ-უცნობები და ჩვენც მომლოდინეთა რიგებს შევუერთდით.
ოდნავ ჟინჟღლავდა და ცოტა შემცივდა კიდეც.
დანარჩენები ნელ-ნელა გვემატებოდნენ და 8:40-მდე ყველანი მოვგროვდით.
დათვლა მოვინდომე და თეკლა ავარდა კიბეებზე, მე დავითვლიო. 28 თუ 29 დაითვალა. არ ვენდე და ახლიდან დავითვალე... 32 გამოვედით (33 ვიყავით, მაგრამ ჩემი თავის მითვლა დამავიწყდა

).
ჩვენი მოლაშქრეები:
ამიგო, ქეთი, თეკლა, თიო, ლოტოსი, პრანკსტერა, კუდრაჭა, მისტერ ვანდერა, სანტინიო, თაზო ორი თანამგზავრით (სახელები აღარ მახსოვს), ვლადი სამი თანამგზავრითურთ (სოფო, პატარა ეკა და მიშა), მელიკდა, ლუქსაგონი, ყვავი, მირაბელა და მისი თანამგზავრი (არც მისი სახელი არ მახსოვს), ესკაესი და მისი თანამგზავრი, აბუკომი, ტაპსიკო, ცირა და დიდი ეკა, რინდი, დოგმა, სემირამიდა, მისტერ ლოვერმანი, მაიკო და მე. ამდენი კაცი მიშასაც არ ჰყოლია მგონი რევოლუციაზე და შევძახე: ახლა ყველანი პარლამენტთან მივდივართ, მიშა ჩამოვაგდოთ-მეთქი. ალბათ მართლა კარგად მუშაობენ ფორუმელი მიშისტები, არცერთი მოლაშქრე არ დათანხმდა რევოლუციონერობაზე

.
ახლა საჭირო იყო გადაგვეწყვიტა რა წაგვეღო საჭმელად. ამდენ ხალხში გარჩევას აზრი არ ჰქონდა, გოგოებს რჩევა დავეკითხეთ და საყიდლებზე წავედით. თან მოლაშქრეებიც გამოვიყოლეთ (გამოვიყოლეთ, ადვილი სათქმელია, მაგრამ შესასრულებელი ძნელი ყოფილა. საოპერო ხმა არასდროს არ მქონია და სტვენაც არ ვიცოდი, ამიტომ "შვიშტოკის" ყიდვა გადავწყვიტე

) ავტოსადგურზე, რომ ტრანსპორტის თადარიგი დროზე დაგვეჭირა. უკვე 9 საათი ხდებოდა, მორიგი ავტობუსი კი 10-ზე გადიოდა (მარშრუტკაში რას ჩავეტეოდით

), 32 ადამიანი რომ ვუხსენე მოლარეს, ავტობუსის მძღოლი თვითონ მოვიდა ჩემთან და მითხრა, ბილეთები აიღეთ და როცა მოგინდებათ, მაშინვე გავალთო

. აგაშენა ღმერთმა-მეთქი და ბილეთებიც ავიღე (მომაფიქრდა, მეც იქ რომ ვიყავი და 33 ავიღე). ბილეთები პატარა ეკას (ორი ეკა გვყავდა, ორივე უნიკო, ამიტომ ერთს პატარა ეკას დავარქმევ, მეორეს დიდს. პირველი ვლად-ცეპეშის თანამგზავრი იყო, მეორე ცირასი) ჩავაბარე და საყიდლებზე წასულ თეკლას, ქეთის, ამიგოს, თაზოს, აბუკომს და ტაპსიკოს შევუერთდი.
This post has been edited by Int3lig3nt on 28 Jun 2005, 00:22