ჩამაასხი ერთიც უნდა დავლიო,
ერთიც უნდა დავლიო...
ეს ქვეყანა ლხინში უნდა განვლიო,
ლხინში უნდა განვლიო...
ჩამაასხი, სანამ ღვინო მწყურია,
ეს ქვეყანაც უფრო საამურია...
ნახევარი ცხოვრების გზა განვლიე,
სიტკბოზედა მწარეც მეტი დავლიე,
არ მშორდება მწუხარება და ჭირი,
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვსტირი!
დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისას,
მირჩევნია ქალისას...
ეს ქვეყანა ღვინომ გაახალისა,
ღვინომ გაახალისა...
ყველა ბრძენზე მეტი ჭკუა ჰქონია,
ვისაც რომა ღვინო მოუგონია...
ნახევარი ცხოვრების გზა განვლიე,
სიტკბოზედა მწარეც მეტი დავლიე,
არ მშორდება მწუხარება და ჭირი,
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვსტირი!
ნახევარი ცხოვრების გზა განვლიე...
“Life is a lot like jazz. . . It’s best when you improvise. . .”