
(ეცადე, დოდს არ შეეწინააღმდეგო, საშინელი სიბრაზე (და ალბათ სიმთვრალეც) აქვს)...
გაგაცნობ ამ ტემის კონსტიტუციას მოკლედ (დაწვრილებით შეგიძლია ნახო 1-128 გვერდი):
1. დღის განმავლობაში აქ დაპოსტვა იკრძალება და ეს საქციელი ისჯება ვორნით (წინასწარ რომ იცოდე),
2. მოერიდე ამ თემაში ლექსები წერას (გაბრაზება იცის ხალხმა...),
3. ნუ ეცდები ვინმეს შებმას ამ თემაში (ოჰჰჰჰჰ, მტერს და ავს, აქ ამბავი ატყდება...)

4. აქ ნუ მოიქცევი ისე, როგორც გოგო, ძილის წინაშე ყველა თანასწორია... (იხილე ამ თემის პიველი ათი გვერდი - "ნაითროუმერების კონსტიტუცია, მუხლი 23, 41.)
5. აქ არ არსებობს არანაირი დემოკრატია, და იმარჯვებს ის ვინც უფრო დიდხანს უძლებს ძილს (ანუ მე)...
6. ათეუს-მორტი - თემის მამასახლისი,
კისი - თემის დიასახლისი...
სხვა დანარჩენები სტუმრები ვართ და როგორც სტუმარს შეეფერება, ისე ვიქცევით (ოღონდ არსებობენ დიდი ხნის ნაცნობი სტუმრები, რომელთაც შეუძლიათ აქ მაცივრის გამოღება და იქიდან საჭმელის, სიგარეტის და მორტის ნაყიდი ცხრა ნომერი ბალტიკის აღება )...
7. შეეადე შენ ნაწერს მისცე სტრუქტურული ესსეს სახე, ანუ ჯერ უნდა მოდიოდეს თემის დასაბუთება და მას უნდა მოჰყვეს არგუმენტები, ბოლოს კი დასკვნა.
(დაწვრილებით იხილე მეათე-მეოცე გვერდებს შორის პოსტები).
8. თემაში არ მოქმედებს ათი მცნება (არა კაც ჰკლა, და ასე შემდეგ)...
10. არავინ არ ისჯება აქ პოლიტიკური, რელიგიური და სექსუალური შეხედულებების და კუთვნილების გამო, მაგრამ ჩვენ, ამ თემის ძირითადი ბირთვი, ვცდილობთ, არ შევეხოთ ამ საკითხებს...
11. ნუ იქნები აგრესიული, შეგიძლია შენი აგრესია დაცალო მონიტორზე, მაგრამ არა კლავიატურაზე!
12. გაუძელი ძილს რაც შეიძLება დიდხანს, მაგრამ ეს ისე გააკეთე, რომ ჩვენ შევძლოთ შენი გაძლება

13. და ბოლოს, არც კი იფიქრო ამ თემაში პოსტვისას ფეხბურთზე, ეს იქნება ყველაზე დიდი წესისდარღვევა!
დანარჩენს ალბათ შენ თვითონ ნახავ... იმედია შეეგუები ადვილ წესებს... (ან შეეგუები, ან წახვალ - ჩვენი დევიზია (ისე, ცნობისთვის))...
აბა, ბედნიერი იყოს შენი მობრძანება ფორუმზე და ამ თემაში...
This post has been edited by Spieler on 23 Oct 2005, 06:45