გუშინ ღამით დავიძინე გვიან.
დღეს დილას გავიღვიძე 7:30-ზე,იმიტომ რომ 9:30-ზე მქონდა უნი(ვერსიტეტი).
ნახევარი საათი ძარღვებშიტყვიაჩასხმულივით ვიწექი.
8-ზე ავდექი.წვიმდა.
მამაჩემი და ჩემი ძმა პახოდში მიდიოდნენ ყაზბეგში და მე უნის გამო არ წამიყვანეს.
საუზმობა ვერ მოვასწარი.
ჩავიცვი საოცრად დაღეჭილი ჯინსები და პლაშჩი (ლაბადა

)
8:15-ზე ჩავედი ქვევით.
გამოიარა N25-მა მარშრუტკამ,რომელიც იყო გატენილი და არ გამიჩერა.
მეორეს ვერ დაველოდებოდი-ვარაზისხევის ასახვევიდან მაინც ფეხით ვიყავი ასასვლელი და ვერ მოვასწრებდი.
გავგიჟდი.
პირველ ლექციაზე დაგვიანება ძაალიან,ძალიან არ მინდოდა.
გაჩერებაზე ტაქსის ნასახი არ იდგა.
ბოლოს გამოიარა ერთმა ვექტრამ.
ჩავჯექი.
მთელი გზა მობი მასმენინა(მეთქი ვაა

)
სამაგიეროდ მერე 4 ლარი გამომართვა
მივედი უნი-ში ქოშინით და......უნი ცარიელი დამხვდა.მოკლედ,ლექტორიან-სტუდენტებიანად ყველა მოვიდა ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ.
ეხლა მე თქვენ გეკითხებით-არ არის ეს закон подлости?!
Chevаliers de la table ronde, goûtons voir si le vin est bon. Goûtons voir, oui oui oui, goûtons voir, non non non, goûtons voir si le vin est bon ! ;)