ეჰ, რუსთავი2-ს ყოველთვის იმის პრეტენზია აქვს, რომ რაღაცას ახალს და ორიგინალურს ქმნის , ისეთს რაც მანამდე არ ახსოვს ქართული ტელევიზიების ისტორიას

თან ვარდების რევოლუციის შემდეგ, რადგან ხელისუფლება არ ჰყავთ გასაკრიტიკებელი

ამიტომ არხმა ორიენტაცია გასართობ გადაცემებზე აიღო... რადგანაც ყველამ იცის , რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეალიტი შოუები ძალიან დიდ ინტერეს იწვევს და არხის რეიტინგს ზრდის რუსთავი2-მაც არ დააყოვნა და შედეგი სახეზეა... ჰოდა თან ამაშიც პირველები , რომ გონიათ თავი ეგაა საინტერესო

ჰოდა , რადგანაც მსგავსი პროექტი უკვე არსებობს და რადგანაც რუსთავი2-ს ორიგინალურობაზე აქვს პრეტენზია- შემოგვთავაზეს 'ტაკოი' პროექტი- სადაც მონაწილეობს 'ტაკოი'ხალხი და ნუ ე.ი. 'ტაკოი' სტერვობა, ქაჯობა , მე არსად მინახავს...

ან სად მონახეს ასეთი უცნაური არსებანი --გაოცებული ვარ პირდაპირ!
არ მეგონა ეგეთები თუ არსებობდნენ... ჰოდა რაც მეტს იქაჯებენ, იმაიმუნებენ, იტინგიცებენ და ვითომ ინტრიგებს ჩახლართავენ,იყვირებენ და ა.შ. მით უფრო მაგრები გონიათ თავი!

არ ვიცი , არ ვიცი...
ნუ პირდაპირ მე სად შემიძლია მაგდენი