Kissieმეც დღეს დავაბრალე... გააწყალა ამ წვიმამ გული
მაგრამ ასეთი განწყობა რამდენიმე დღეა გრძელდება... კარგა ხანია, არადა, თითქოს არ არსებობს მიზეზი, კონკრეტული და მნიშვნელოვანი, პირიქით, როგორც იტყვიან ხოლმე კეთილისმსურველები, "რა გჭირს სამაგისო, რომ ცუდად იყო?".. მაგრამ ყველაფერს ვერ ახსნი, ხანდახან საკუთარ თავსაც კი ვერ უხსნი და ვერ ეუბნები მიზეზს, "რატომ?" იძულებული ხარ გაიღიმო, იცინო, იარო, ილაპარაკო, იმუშაო, იმიტომ, რომ შენ "კარგად გაზრდილი" გოგო გქვია და არ არის წესი (!), სხვას მოახვიო შენი პრობლემა, როცა მოგიკითხავენ, უპასუხო, რომ კარგად ხარ (მტრის ჯინაზე) არადა ამ დროს გინდა გაიქცე მომღიმარი თანამშრომლებით გადატენილი ოთახიდან, ჩაიკეტო თუნდაც საპირფარეშოში და გული მოიოხო

ხანდახან თავს გასცემ და... დაიწყება გულისგამაწვრილებელი შეკითხვები - რა გჭირს, რა პრობლემა გაქვს, ვერ გცნობთ, ყველაფერი გაივლის, ვსიო კ ლუჩშემუ... არ მინდა ეს უკეთესი, მე ახლა ცუდად რომ ვარ, ეგ მინდა და დამანებეთ ყველამ თავი... თვალები ამტკივდა უკვე, იმიტომ რომ ეს საშინელი განწყობა გარეთ გამოსვლას ცდილობს და არ ვაძლევ საშუალებას... უფრო სწორად, საშუალება არ მაქვს, რომ გამოვუშვა...
P.S. მაპატიეთ ყველამ, არ მინდა ვინმეს რამე თავს მოვახვიო, მაგრამ აქ ამის თქმა უფრო იოლია იმიტომ, რომ ფორუმზე ძალიან ცოტა თუ მიცნობს... მომიტევეთ

((