მოვედი,მაგრამ ხო უნდა ვჭამო,ბებიაჩემი გავაბრაზო ცოტა ხანი და ა.შ.
Tiko-Tiko
კი იცის პატარამ იცის

ყურადღებით ცოტა ხანში ვიწყებ წერას

მარა დიდი არაფერი გამოვა,გაციებულ ვარ ისევ და უხასიათოდ

აი თუ ლაზის კაი არაყი(ცოტა დამრჩა

) გადმოვიღე თაროდან და საწვავის სახით მივიღე ცოტა მერე ვნახოთ

მუზები ხო მინდა კაცო
* * *
მცხეთა - მცხეთა არის საქართველოს ყოფილი დედაქალაქი,ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი და მნშივნელოვანი ქალაქი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.დრეს დღეობით იქ არის უამრავი.სასტუმრო,რესტორანი,სახინკლე,სხვა გასართობი დაწესებულებები,გუჯი ბუბუტეიშვილის დიდი სასახლე და სხვა ბიზნესმენთა თუ ფულიანთა სახლები.მეტს ნუ დავკონკრეტდებით,უბრალოდ მადლობა მცხეთას ყველაფრისთვის.
ლობიო - ლობიო ეს არის ძალიან საინტერესო რამ.ერთი ცალი ლობიო ძალიან პატარა და უძლურია,მაგრამ ბევრს ერთად სასწაულის მოხდენა შეუძლია - ძალა ერთობაშია.ეს არის გემრიელი,მარგებელი და გაზიანი საჭმელი,რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ და აფასებენ,სწორიც არის,დამიჯერეთ.თანაც ირწმუნებიან,რომ იგი რკინას შეიცავს და გაძლიერებს. და მაინც...
რა სარგებლობა მოაქვს ლობიოს?
გახსოვთ ალბათ,ცხონებული ჯაბა(ღმერთმა აპატიოს,მაგრამ რა ვიცი ძალიან ბევრი ცოდვა აქვს საწყალს),მან თქვა ლობიოს სათანადოდ ვერ ვაფასებთო,სამი უდიდესი პლუსი აქვსო - 1. მუცელს აძღობს 2. ლოგინს ათბობს 3. ბავშვებს ართობს.
ჯაბა აქაც ცდებოდა,მას დაავიწყდა ლობიოს მთავარი პლუსი - მას შეუძლია ფორუმელების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი,მათ შორის რამდენიმე არასასურველი,უფრო სწორად ძალიან სასურველი(ეს ანტონიმებია ყურადღებას ნუ მიაქცევთ) ფორუმელი,წაიყვანოს მცხეთაში,თანაც თიტქმის მთელი დღით და ამას ლობიო აკეთებს თავისი კეთილი გულის გამო.ასე რომ ლობიოში ძალიან დიდი ძალაა ამხანაგებო,ჩევნ ვალდებულნი ვართ მისი მადლიერები ვიყოთ.სწორედ ლობიოს დამსახურებაა,რომ გუშინ ფორუმელების მეორე ჯგუფმა,ძალიან მშვიდად ითამაშა ფეხბურთი,უფრო სწორად ჩაატარა შემდგომი ღვინისძიება... მე მაპატიეთ,ღონისძიება,რომელსაც სახინკლეში წასვლა ერქვა და იქ არსებული იდილიითა თუ სიმშვიდით,მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე კარგი კაცი გვაკლდა,ყველა ძალიან კმაყოფილი იყო,და ქვეცნობიერად ყველა მადლობას უხდიდა ლობიოს,რომელიც რამდენჯერმე ხსენებულ იქნა კიდეც.ჰო,ერთადერთი ცუდი ის გახლდათ,რომ ამ ლობიომ წაგვართვა ისეთი ხალხი,როგორებიც არიან რაიდერა და ათეუსა.არ იყო მშობლიური ჭყიპინი და გინება,რომლის გარეშეც უკვე უკმაყოფილების შეგრძნება გაქვს,თუ ათეუსას მყვირალა ხმა არ ისმის და გაფუჭებული მომენტი არ ცანს.გვაკლდა რაიდერას,რეიდებიც,სურათებიც,ნინაჩოს გამოხედვაც და სუფრაზე ყოფნაც.თუმცა ამ ერთხელ ეს მოსათმენია,იმ იდილიისთვის რაც ჩვენ ლობიომ მოგვანიჭა იძულებულნი ვართ ეს ავიტანოთ,სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს...
ჰოდა გიორგობის მერე არ მქონდა დალეული,საერთოდ ცოტას დალევას ვაპირებდი,საღამოს სახინკლეში.თანაც გაციებული ვიყავი იმ დრესაც და უხასიათოდ მივედი სამსახურში.წყნარად ამოვბეჭდე შოტლანდიის თამაშები და წერა რო უნდა დამეწყო ჭიქა შემომაჩეჩეს,ჭაჭით სავსე,კატეგორიული უარი ვუთხარი.კარგი არ გაძლაებთო,მაგრამ ლადოს დაბადებისდღე და 30 წლის გახდაო.ამ სიტყვებმა ზურგში დანა ჩამარტყა

გამოსავალი არ არის,მოვიყუდე,ერთი,მერე მეორე და ასე,საკმაოდ ბევრი,ეს ტოფივით ჭაჭა,რა მექნა... ერთი უნდა ვარიარო,ამ გაციებულზე და დასვენებულზე,მესიამოვნა,წავიდა ჯანში

5-ს ნახევარზე უკვე გავრიანად მთვრალი ვიყავი და იქ კიდე ბლომად იყო,მეორე ბოთლში,ჰოდა სანამ მესამედ დამალევინებდნენ ლადოს ახლობლების სადღიგრძელოს დავკარი ფეხი და წამოვედი გეპეისკენ.ეზოში რო შევედი ჩემს წინ მიმავალი ლილიანი დავინახე და ერტად შევედით დარბაზში,რომელშიდაც სრული სიბნელე იყო.არადა,არც სანდრიკა იყო,არც ათეუსა და არც სკაუზერა... ის ის იყო წამოსვლა დავაპირეთ რო შუქი აანთეს.აანთეს და დავინახე... იუვენტუსის მაისურით მავანი ბიჭი.ტურინულმა სისხლმა იყივლა იმ წუთასვე და ვიკიტხე ეს ვინ არის? ანდრო_იუვეა მიპასუხა ვირაცამ.ჰოდა ეს ბიჭი და კიდევ რამდენიემ მOტამაშ პირველად იყვნენ ჩვენთან.ანდრომ,ძალიან კარგად იტამაშა,როგორც იალიის და იუვეს ბალეშიკს ეკადრება,ვსიო მეტს აღარ გავახურებ,იუვეს პონტში

ეს უბრალოდ სამართლიანად უნდა აღმენიშნა.არ იყო ტიფოზი,ქემოკლიძის ქორწილში ატ გორია პილ ი დუმალ ა ვინჩესტერე,ან აღუდგება წაშლილი ფაილები და ან არა,კიდე ეგ უნდოდაა? ბიჭი შეყვარებულია ისედაც.ტიფოზაზე გამახენდა და არ მოეთრა გივია,რომელსაც თურმე კუჭი ქონდა აშლილი და უნებლიე პოსტვა დროებით გვერდზე გადაედო,სულ ტუალეტში იჯდა,მაგრამ საღამოს მაიცნ აურია თავისებურად.იმ კვირას კი არ აცდება თავისი.არ მოსულა არც ტაზი,საპატიო მიზეზები ჰქონდა ალბათ.თამაშზე ბევრს ვერაფერს გეტყვით,ანგარIშები არ ვიცი.ისე არა უშავდა.ე.წ. ფიატ ლუქსი,უფრო ტექნიკურად თამაშობდა და ძაან ზეგოლების გატანას ცდილობდა,ზოგჯერ გამოდიოდა,ზოგჯერ არა,ლამაზი კი იყო.ბოოს პენლებიც დაარტყეს,გაიმარჯვა გაგაებამ.
რაც მთავარია იყო სკოტი,ცოტა ხნით მაგარმ მაინც იყო და გოლიც გაიტანა,რა საკვირველია ეს იყო კლასი.მერე არ დარცა სასწრაფოდ უნდა წვაიდეო და რაღაც პირობით გავუშვი,რომელიც თვითონაც იცის კარგად...
ქომაგების ფლანგზე იყვნენ: ნასვამი გუდმენა,დონ იკე,ლო-ლი-თა(გუანჩა არ იყო) და ჩუგა.ჩვენი ჩუგა ''მარტო'' იყო არავინ ყავდა,მაგრამ ცუგა რის ცუგაა,მაინც არ მოიწყენდა ბოლომდე.ცუგაზე კბენა გამახსენდა და რაზე იყო მტელი დღე და ღამე კბენა და კამათი ვიტყოდი,მაგრამ მერე მეჩხუბებიან და არ მინდა,თავს შევიკავებ ამჯერად,უბრალოდ მე მართალი ვარ რა თქმა უნდა

ბოლოს დადგა ჟამი იგი და დავაწექით საბურთალოს ბაზართან არსებულ ელ-დეპოში.ჩუგამ და ვივამ მძღოლობა გაგვიჭიეს,ტავად ბოდიშის მოხდით დაგვტოვეს ამჯერად ვერ წამოვალთ შემდეგზე კიო და დაგვტოვეს.ასე რომ ლობიოს გარდა,განსაკუტრებული მადლობა ვივას და ცუგას.სახინკლეში ვიყავით მე,ჯუნიკო,იკე,ექსცესა,გიორგი-ფცბ,ლაშა-ფცბ და ლო-ლი-თა(კაი ხო,ლოლიტა,ლილიანი და თამუნა).რამდენიმე საათმა,საინტერესო თუ ნაკლებად საინტერესო კამათში,სადღიგრძელოებში და სადისტურ ქმედებებში განვლო,ზოგიერთი აბეზარი ხან ჩემივე ზაჟიგალკის ფანარს მინატებდნენ თვალში,ხან ,ლანზღავდნენ,ხან მობილური მესროლეს,ხან დამცინეს და ა.შ. აგრამ უძლეველ(ეს სხვალეველებია სხვა,იმას რო გახვალ ამას ვერ გახვალ,ვერა) არს მეფე გუდმენ და პოეტი

ნამდვილად კარგი იყო,სასიამოვნო.
გამოსვლისთანავე დაგვტოვეს ფცბ-ეებმა,შემდეგ გზაჯვარედინზე დავტოვეთ იკე და ექსცესა.მერე საკმაო გზის გავლის მერე წავიდა ლილიანიც,რომელსაც ცოტა ეჩქარებოდა.ჰოდა...
ჩვენს წინ იყო ჯუნიკოს და თამუს ველი
ღამის ცივ სუსხს მიაპობდნენ ნელა
ნეტავ ვაჟა იყოს უფრო გრძელი
არაფერი აღარ გახსოვს,როცა ბნელა
ეს ისე,მრავალფეროვნებისთვის.უკან მე და ლოლი მივყვებოდით,უაღრესად საინტერესო თემებზე საუბრით

ბოლოს დელისამდეც მივედით,მეტი აღრა გვინდა გაცილებაო ცოტა რო ავუყევით აღმართს იქ გვითხრეს და სიბნლეში გაუჩინარდნენ.მე და მასტერი დავუყევით ნელ-ნელა ბოლოს,ის იქით წავიდა მე აქეთ და ასე დასრულდა დღეი იგი.
პ.ს.
ყვავა
ეხლა ხო ხედავთ ბოლო როგორ მივაფუჩეჩე და ვაბშე ერთ-ერთი უსუსტესი რეპორტია და ამაში იცით ვინ არის დამნაშავე? ერთი პატარა და ძალიან საყვარელი,მაგრამ ეგოისტი და მოუტმენელი

ბავშვი.მაჩქარებდა და რას ვწერდ იაღრა ვიცოდი,ჰოდა ჩემი ბრალი არ არის,ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ,სიჩქარეში და უხასიათოდ მაქ დაწერილი,რა ვქნა,გავიქეცი ეხლა მელოდებიან
This post has been edited by Goodman on 28 Nov 2005, 19:39