nefroმართალი ხარ და კეთლი იყოს შენი ფეხი აქ :აქ იდეაში სმაილიკი უნდა იყოს მარა არ ჩადის ამდენი:
კაი ხო ჯანდაბას... კუზიანს სამარე გაასწორებს
ვწერდი ვწერდი და არ მეწერინებოდა,რატომღაც უხასიათოდ ვიყავი კვირას დილიდან,ახლაც არ მინდა და ძალით ვაძალებ თავს რო ''ვწერო''.მე დავწერე როგორ მოუგო ჰართსა ლივინგსტონს,ხოლო რეინჯერსმა როგორ გაფლანგა უპირატესობა ფოლკირკთან,დავწერე როგორ აძალებენ კასანოს კონტრაქტის გახანგრძლივებას და დავწერე რა აფერისტი კაცია ლუჩანო მოჯი.ეს ყველაფერი საკმაოდ ცუდი სურათის ფონზე,როგორ ბჭობდნენ რამდენიმე ზაპოიში მყოფი თანამშრომელი დაელიათ თუ არა,როგორ წავიდა მერე ერთ-ერთი მათგანი დელისთან ინგლისურის სასაუბრო წიგნზე და როგორ მოიტანა ლუდები,როგორ მოხდა კონფლიქტი დამკაბადონებელსა და ერთ კაი კაცს შორის.როგორ დაეწყო ისევ უსაშინლესი ზაპოი ჩვენ ყოფილ თანამშრომელს და იმედია რეზონანსიდანაც არ გაუშვებენ.იმათ შემყურე ვიგრუზებოდი,ვნერვიულობდი და თან ვწერდი ტომას ბუფელის ჩაწოდებულზე.ერთი ლუდი მეც შემაჩეჩეს,ცოტა მშიველა,მაგრამ ვერ ვიყავი ჯანზე.გამოვედი სუფთა ჰაერზე გიო ახვლედიანთან შევედი ცოტა ველაპარაკე,სიგარეტი გავაბოლეთ და ცოტა გავხალისდი,ეს ნაცადი მეთოდი მაქ,გიოსთან შევალ მანჩესტერს და ინგლიის წავკბენ ხოლმე და ცოტა ვხალისდები მერე ომახიანი საუბრით :სმაილიკების სეკვესტრი,ავიწროვებენ ინტელიგენციას: ჩავამთავრე სტატია და ვნახე,რომ უკვე გვიანი იყო ცოტა,ჩავაბარე უცებ კორექტორს და დავგაზე მაქეთ.
ალბათ ფეხბურთის პონტში,გზაში გამახსენდა ბავშვობაში რო დავდიოდი,რა კარგი იყო,დავრბოდი კიდეც მაშინ დაჟე,გუნდში მაგ მხრივ ერთ-ერთი საუკეთეს ვიყავი,ვაბშე კაი დრო იყო,საკაიფო გოლები,დინამო 2-თან თამაში,ტურნირები... ნოსტალგია მომაწვა :ეჰ კაი იყო კაი,არჩილ შენი კუბო დავდგი ფეხის მოტეხვისთვის: თამაში მომინდა,მაგრამ ვიცოდი რო ვერ ვითამაშებდი და არც ის ვთქვი ვარჯიშს დავიწყებთქო,იმიტო რო ეს ათასჯერ მითქვამს და ვერ ვახერხებ,ჰოდა მაგის დროც მოვათქო ჩავიქნიე ხელი.თან მერე გიბსი გამახსენდა და აღარა მომეწონა უკვე.ამ დროს მივიდა მარშუტკა გადაკეტილ ბულაჩაურთან და გავაგრძელე ფეხით გზა.იქ პატარა პროპკა არა საცობი იყო და სუფთა გურჯისტანული მომენტი გაიჩითა,ორ მანქანას შორის იყო პატარა ადგილი და ორი ბიჭი აქედან დაიძრა ორი იქიდან გამოდიოდა,აქეთ გოგოც იდგა,მაგრამ ეგ ხო მაგრად ეკიდათ და ისიც ვერ მოიფიქრეს,რომ ცალ-ცალკე ბევრად ადვილად და მალე გაივლიდნენ,არა იმენნა ორ-ორი შეეკვეტნენამ პატარა ადგილას,კურტკები შემოეხათ მგონი,ჭუჭყიანი მანქანები გააპრიალეს სულ და ბოლოს ჯაჯგურით გავიდნენ,მაგრამ მთავარია თავისი გაისწორეს არცერთმა არ დათმო,კაი ტიპები არიან.ის გოგო საწყალი თავდახრილი იდგა და რო დაინახა ამათი ხახუნის აქტის დასრულდაო,პროსტა ოდნავ ფეხი გაწია და გადასვლა დააპირა,მაგრამ წინა მანქანა უკვე ცოტა დაძრული იყო და ამ უკანამ(კაი ღიპიანი ბიძა იჯდა) გიჟივით რო მიაჭირა გაზსს,როგორც ქონდა ფეხი გაწეული ისე დარჩა ამ გოგოს,კიდე კაი იმ მანქანის უკან ვიღაც ნორმალური იყო და გაატარა.მსგავსი მომენტები ხშირია და მიჩვული ვარ მარა მაინც ჩავილაპარაკე ჩემთვის - გურჯისტანია ბლიად,გადავაგდე ბიჩოკი და გადავჭერი გზა.შესასვლელთან მისულიც არ ვიყავი შავტუხა პაცანა რო გამოვიდა იქიდან ანუ გივიკო,გაღიმებული ზეკვერცხი,იგივე... ხო უზრდელურ სიტყვებს არ ვახსენებ მაინც.ყველაზე საყვარელი,ჯიგარი და ჩათ*^8ი კვერცხი(რბილად რო ვთქვათ)

მეთქი სადმე მიდის და იქვე დავუპირე რაღაცეები,მაგრამ აღმოჩნდა რომ ევილჩიკი გამოაცილა და თან გამაცნო.ნუ მე რო პატარა გოგო დავინახე თან ასეთი საყვარელი,აღარც გურჯისტანი მახსოვდა,აღარც გივიკო,აღარც ტომას ბუფელი და საერთოდ... მოკლედ პატარა გოგოც გავუშვით და მოვკიდე გივის ქეჩოში ხელი და შევედით ასე სტადიონზე.იქ ფეხბურთი იყო გამწარებული,საერთოდ ასეთი ხისტი თამაშები მგონი ქამდე არ ყოფილა,ბევრი პატკატები,ვარდნები,მუჯლუგუნები,სიყვარული... განსხვავებული დღე იყო გულშემატკივართა ფრონტზეც,ნახევარზე მეტი უცნობი და ახალი იუზერები იყვნენ,რომელთა ნიკები ნელ-ნელა გავარკვიე.ერთი სიტყვით დიდი ხალხმრავლობა იყო.თავისი სიდონიათი,ჯაან ჯერსკი ჰმჰმ-თ,გვეწვია ლიკაც(ბიჩი),მოთამაშე,მაზო,პე-დე-ეფა,შოფკა-ანგელოზი,ვლადი,ფეისეტი და ა.შ. ყველას ვეღარ ვიხსენებ,მე მაპატიეთ.მოსული იყო რაიდერაც,რომელსაც ეჩქარებოდა და მალე წავიდა.ნუ ძველი გვარდიიდან თქვენი მონამორჩილის(ვაიმე რა მაგარი ტიპი ვარ) გარდა,იყვნენ თამუნა,ლილიანი(ლოლიტა ვოვში დარჩა,სულ იღუპავს თავს ეს ბავშვი.გუანჩა სად იყო კაცმა არ იცის),რა თქმა უნდა იყო შოთი,ასევე შპილერა,იკე მოვიდა ცოტა მოგვიანებით,სკაუზერაც არ თამაშობდა,მოვიდა დინო დიდი პაუზის შემდეგ,რაც ძალიან გამიხარდა,განსაკუთრებით იმიტომ,რომ ხანგრძლივი არქეოლოგიური გათხრებისა და ძიების შემდეგ ჩემზე გამხდარი კაცი ვნახე და ისიც მანჩესტერის ბალელშიკი.ჩაქუჩაც(ვალენსიელი) გულშემატკივრის როლში გამოვიდა,ფაქტობრივად არ ათამაშეს.ფეხმტკივანი ათეუსა განსაკუთრებული მოვლენა იყო,როგორც ჩვენი სიბნელის ეტალონი როი,იგივე სანტინო,იგივე მდნარი ყველი იტყოდა სასაცილო სიგარეტის ზემოქმედების ქვეშ გახლდათ ცოტათი და დობრად გახურების ხასიათზე იყო.ერთ მომენტში როებშიც შევიდა და ლამის ჩვეულად აჭყლიპინდა და შეიგინა კიდეც,მაგრამ სამწუხაროდ მაქამდე საქმე აღარ მისულა.ამ საკითხზე დიდი ხანი შეჩერება აღარ გვინდა,თანაც სასაცილო სიგარეტდაძგერებული კიდევ ერთი იუზერი ყოფილა,მაგრამ ათეუსასავით კი არ გვირევდა კაცო :მწვანე სმაილიკი სახელად ფოთოლა: ამასობაში მიდიოდა ბურთის რახარუხი,გლშემატკვრებიც შეგვაწუხეს ხშირად,არ ინდობდნენ ერთმანეთს,სერიოზული ფეხბურთი იყო გაჩაღებული და ხშირად სასიამოვნო სანახავიც.ახალ მოთამაშეებში განსაკუთრებულად მაცარა უნდა აღვნიშნო,რომლის გაცნობაც დიდი ხანია მინდოდა.კარგი კაცი,იუვეს ბალეშიკი და ჯიგარი,ასევე სხვებიც.მატჩების პერიპეტიებზე აღარ შევჩერდები... ცოტა დაგვიანებით მოვიდა ექსცესი და აქტიურად/შედეგიანად ჩაერთო თამაშში.როგორც იქნა გვეწვია პატარაც,ძაააალიააან საყვარელი გოგო ანუ თიკო-თიკო

ეხლა ვიცი სკაუზერა ინერვიულებს,მაგრამ რა ვქნა მომწონს და... ჩასაყლაპი პატარაა

თანაც ვერ მომერევა სკაუზერა,ფეხზე ძლივს ვდგავარ.ჰოდა გვაკლდა კიდევ რამდენიმე მოთამაშე,ასევე ქომაგი,იყო სასიამოვნო დანაკლისებიც,მართალია ძალიან მცირე ნაწილი არ მეთანხმება ამაში,მაგრამ უმრავლესობა იმარჯვებს :რასაკვირველია,ბუენბრივია,ესეც სმაილიკია რას ერჩით: ასე რომ სასიამოვნო დანაკლისები ისევ გვქონდა,საბედნიეროდ.
ყველაფერს ნამდვილად ვერ და არ გავიხსენებ,არადა იყო ბევრი კარგი რამ,უბრალოდ არ ძალმიძს,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების,თანაც ადგილზე უნდა ნახვა ბატონო ადგილზე.
ერთი სიტყვით,როცა უკვე გაშრა ყელი და აღვშფოთდით ჩემო ბატონო,ყოვლად ურცხვად ეშმაკ შემჯდარმა ტიფოზმა და ფიატლუქსელებმა დაამატეს დრო,რათა დაღლილი ეიჯის გუნდი გამოეჭირათ და შური ეძიათ,ჩემი მოლაპარაკებები,რომ არ ღირს თამაში მეტითქო,სრული კრახით დასრულდა და მათ გააგრელეს.... ნუ ვიტანჯეთ ცოტაც და წამოვედით როგორც იქნა.მიზეზთა და მიზეზთა გამო ბევრი იუზერი არ წამოვიდა სახინკლეში,მაგრამ ''ძველებურს'' ისედაც სარეკორდო რაოდენობით დავადექით,საბოლოო ჯამში 21-ნი,ნუ ოცდამეერთე ანუ მდნარი ყველი/სანტინო/როი გვიან მოვიდა დეფორმირებული სახით,რომელიც უკვე აშკარად ჩანს რო ვოვისგან გათეთრებული და გაშტერებულია :გამოფხიზლდი შე ბნელო არ დაიღუპო სულ,სმაილიკი: გაჩეჩილი თმებით უძაანმაგრესი ღიმილით(იხილეთ სურათი ბოლოს) და იტალიის ქუდით,კაკ ვსეგდა.ნუ სახინკლეშიც უამრავი კარგი რამ იყო,ცუდზე არ გვინდა,ტფუი ყვავას... მარა ყველაფერს ხო ვერ იტყვის კაცი.მაგალითად როგორ გაილოკა გივიმ პირი როდესაც თავი ამოწია მაგიდის ქევმოდან

როგორ ცდილობდნენ შოთი და სანდრიკა უსიამოვნო მოგონებები გაეღვივებინათ ჩვენში და ზოგჯერ საუბრობდნენ ნოდარას,ჯემალის,ჯუმბერის და კოჭლი გიზოს,ხმის ტემბრითა თუ ტექსტით.თუმცა ეს სულ სხვა პონტი იყო თითქმის არ გვაღიზიანებდა,რა სიმბოლურია.თანაც ბევრნი რო ვიყავით ხმა კარგად არ აღწევდა აქეთ,იქ მგონი დინოც ჩაითრიეს ამ მეობა ჩახუტებაში,ერთი მახსოვს შოთა როგორ უყვებოდა ლივერპულის და მანჩესტერის გდეტა შისდისატსედმოი გოდას თამაშს.ჰელი მიზანმიმართულად ტვინს უბურღავდა პატარას.გარდა ამისა ნერვებს გვიშლიდა,ენას არ აჩერებდა და სულ წამოხტომა უნდოდა,ნუ რა ვუყოთ ესეც ბნელია.ათეუსამ ინტიმური კავშირი დაამყარა ტიფოზას ფოტოაპარატთან.ჩემმა ელენუშკამ დარიგებებიც კი მოგვცა,რა უნდა გვეყიდა,რამდენი და როგორ,რა არუნდა გვეყიდა ისიც გვითხრა,მაგას ვენაცვალე,ქერა თმებში და კოხტა ტან-ფეხში :ახურუშებული სმაილიკი: შოფკა-ანგელოზი ძალიან აქტიურობდა,ფეხბურთზე რაღაცეების თქმას ცდილობდა როგორც მივხვდი,მაგრამ კარგად არ მესმოდა და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.ბედის ირონიით მდნარი ყველი,დაფი და ლეო/რეალი ერთმანეთის გვერდიგვერდ მოხვდნენ და ისეთი ბნელური დაცხეს,რომ მე ეგრევე წყობიდან გამოვედი და ისიყო უნდა ავფეთქებულიყავი საბოლოოდ რო ვერ გავაგებინე ვერაფერი,მაგრამ პატარასკენ გავიხედე და დავმშვიდდი

მერე ხელი ჩავიქნიე,სანდრიკას რო შეხედავ რა უნდა ელაპარაკო ეხლა კაცს ვოვ აწერია შუბლზე და ურუგვაის ხდის ევროპის ჩემპიონს ზოგჯერ (იხილეთ ბოლოს ფოტოთქო

).ტიფოზა აღშფოთდა,მაგრამ მალევე მიხვდა რო ბლენა,სრული სიბლენეა და შეეშვა.
იქითა,ფლანგზე,მაზო,მოთამაშე,ფეისეტი,ვალენსიელი და შპილერა შედარებით წყნარად იყვნენ და გვეხმიანებოდნენ პერიოდულად.დინო და სკაუზერა სრულ იდილიაში საუბრობდნენ.პატარას ცოტა თავი ატკივდა მგონი :ცემი პატალა სმაილიკი: მაგრამ არა უშავს.თამუნა მოჭყენილი იყო

რატო არ ვიცით და ადრეც დაგვტოვა სახლში აღარ შემიშვებენო.ლილიანიც ვერ იყო მთლად ხასიათზე,მაგრამ მოჭყენილი იყოთქო რო ვთქვა მერე იმხელას მივყვირებს შარის თავი არ მაქ.ექსცესა მასტერობდა,გივი კვერცხობდა,აქეთ იტალიური ბრიგადა ვიყავით,მე ტიფი,იკე და გვერდზე მეჯდა ზე მასტერი,რა თქმა უნდა ჯუნიკო,რომელიც ტრადიციულად თამადობდა და რეჩებს ურტყამდა.ერთი სიტყვით ვსიო ხარაშო შტო ხარაშო კანჩაიტსა,ყველაფერი წინ არი...
ერთადერთი მავანმა გალეშილმა მობომჟო ბიძამ შეგვაწუხა თქვენთან ადგილი ხო არ არის რო დავჯდეო(ლამის თავზე ვეჯექით ერთმანეთს),ნუ მალევე გავისტუმრეთ.გაიჟრერა რამდენჯერმე ფრაზამ - ეხ ვორონ ვორონ.... მეც ჩავილაპარაკე,არა ცუდი არაფერი იფიქროთ,რას ბრძანბეთ,ვსმისლე ეჰჰ ვორ ონ,ვორ ონ.
სასმელი არ გევყო,ყოველ შემთხვევაში მე და ჯუნიკოს და არც გივიას გაამხილა მერე

ტიფოზა როგორც ყოველთვის გაიპრანჭა.ექსცესა სხვაგან მიდიოდა გასაგრძელებლათ და ჩვენც წამოვედით სახლში,გაგრძელება იქნება-ს პრინციპით.
ჰოდა ეხლა დამანებეთ თავი

მეორე კვირაა ცვეტში ხალტურას ვწერ,პროსტა ქრონოლოგიურად.უბრალოდ ვერ ვარ რაღაც ჯანზე,მე ბოდიში,მე მაპატიეთ.არც მუზები არიან,არც ხალისი.არა უშავს ყველაფერი კარგად იქნბა,მანამდე კი სიმბოლურად დავკმაყოფილდეთ ამით.
This post has been edited by Goodman on 6 Dec 2005, 04:31
მიმაგრებული სურათი