Atheous_Mortiჰა შენი ლექსი...

კიდევ ერთხელ...
კიდევ ერთხელ შემიყვარდა ქალი...
კვლავ გავხდები მონა ლამაზ ფიქრის...
ჩამოვჯდები მის ფანჯრებთან მთვრალი...
დღეები კი ძველებურად მიჰქრის...
თითქოს ყელში გავეჩხირე ღამეს...
უცნაურად მათენდება თავზე...
თუკი შევხვდი, ალბათ მეტყვის რამეს...
აღელვება შეეტყობა ხმაზე...
ყინვასავით გამაჟრჟოლებს ტანში...
ნაცნობ ფრაზას კვლავ გავიგებ ალბათ...
და უარი თუ მივიღე მაშინ...
შხამით სავსეს თასს გამოვცლი ხარბად...
და მოვკვდები მერამდენედ ნეტა?..
ბედო გრძნობებს ძაღლებივით მისევ...
გავს ცხოვრება გაფუჭებულ ლენტას...
ჩაიხვია... მერამდენედ... ისევ...
ეს ჩემი ძილისპირული იყო ერთერთი... მაგრად მეძინებოდა და აზრს ნუ მომკითხავთ

du bleibst in mir
მაგარია ძაან - შენ რჩები ჩემში...
This post has been edited by Spieler on 2 Dec 2005, 04:51