* * *
(პრინციპში სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვა ათეული ჩამოვთვალო, მაგრამ ამჟამად ასე ჩემოვთვლი)
ქრისტე (რომ მახსოვდეს რომ სიკეთე არსებობს, ღმერთი არსებობს, და ჩვენი გულისთვის ღმერთი ადამიანი გახდა).
ლაო-ძი (რომ მახსოვდეს რომ თუ ძალიან გატრაკდა არაფერიც არ არსებობს, რაც პრინციპში ერთი და იგივეა).
ჩემი დიდი წინაპარი, ჩემი გვარის ფუძემდებელი. (რომ მახსოვდეს ვისი გვარისა ვარ).
მორიხეი უეშიბა (რომ მახსოვდეს, რომ მოძრაობის ფილოსოფია არსებობს და რომ თავი დავიცვა)
ვაჟა (იმიტომ რომ ვაჟაა და მორიხეი უეშიბა რომ გამახსენდება ნამუსი ვიქონიო და სხვისი ხელი სახლში არ წავიღო)
რობერტ პენ უორენი და მიგელ დე სერვანტეს საავედრა (რომ მახსოვდეს რომ "არაფერი არ გვეშველება", სიცილი არსებობს და დონკიხოტობა სულაც არ არის ცუდი).
ლევანი (რომ მახსოვდეს, რომ თიანეთი არსებობს, სადაც ყოველთვის შემიძლია უძღები შვილივით დავბრუნდე, ერთი საარყე ქვბი გავმართო და წყნარად ვისუბრო)
ჩემი მეგობრები (იმიტომ რომ საამაყო მეგობრები მყავს, მათ შორის ის კაზიოლი, ვინც ჩემი და თქვენი ცოდვა დაიდო და ფორუმ.გე-ს მისამართი მასწავლა

)
ჩემი მშობლები (იმიტომ რომ მახსოვდეს, რომ მე ვარსებობ, და ეს მაგარი რაღაცაა).
სიკვდილი (განპიროვნებული) (იმიტომ რომ მახსოვდეს, რომ სიკვდილი არსებობს).
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/