_LOLZ_კაი მაშინ აჰა შენ საახალწლო ლექსები
შიო მღვიმელი.....
ინათლა ახალი წელიც
გამოჩნდა თავის ალმითა
სუყველას ჩამოუარა
კარისკარ ტკბილი სალმითა.
ბავშვებს შესძახა: მოვედი,
ადექით ძილი კმარაო,
მასაც დავატკბობ ვინც ძველად
ამ დროს ვერ გაიხარაო.
თან მოვიტანე მე თქვენთვის
სიმკვირცხლე, სიხარულიო,
ხალისი სწავლა-ცოდნისა
და ერის სიყვარულიო.
ბურთI, ბზრიალა, ჩიკორი,
სხვადასხვა გასართობიო, წიგნები ნაირნაირი,
ერი მეორის მჯობიო...
კიდე ვიცი

ისევ ნოდარი
ახალი წლის საღამოა
ქარი ქრის და ფიფქრი ცვივა
თოვლის საბანს რომ იხურავ
ნაძვის ხეო არა გცივა?
არა მცივა პატარებო
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი
ისე ძლიერ შემიყვარდით
მე მოვედი რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი....
კიდევ დუმბაძე....
მოვალ როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ჩამოვიყვან თოვლის პაპას
მხარზე ხურჯინგადაკიდულს
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო მანანებო
ვარსკვლავების სადარებო
მოდით ჩემთან საჩუქრები
დაგირიგოთ პატარებო.
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ.
ჰო კიდე ისა გრიშაშვილის ლექსიც ვიცი ნაძვის ხეზე
ნაძვის ხეო ნაძვის ხეო
ლამაზო და მშვენიერო
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცელქო და დავიმღერო.
თბილ ოთახში მოგიწვიეთ
გაერთო და ჩვენს გაგვართო
ყინვასა და სიცივეში
რა გინდოდა ტყეში მარტო?
ხედავ სახე გაგიბრწყინდა
დაგიმშვენე ბავშვებს მხარი
ახალი წლის სტუმარი ხარ
ჩვენი ზამთრის მეგობარი.
ნაძვის ხეო ნაძვის ხეო
ლამაზო და მშვენიერო
როგორ მიდნა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო.
ჰოოოოოო.... კიიიიდეეე... მმმმმმმ...... ჰო ისა....
ქუჩებში თოვლის ქუდებით დადიან
ფიფქი ხის ტოტებზე რჩება თუ ცვივა
პატარა გოგონა გამოჰყავს ბებიას
გოგონა გუნდაობს ბებიას სცივა.
ვაჟები დგანან და ქალები ჩქარობენ
თოვლს აყრის გამვლელებს ნაძვების მარაო
კმარაო აჩქარებს გოგონას ბებია
გოგონა სიცილით პასუხობს არაო.
თმის ვერცხლის კიბეებს აჰყვება თითებით
მოიხსნის თავშალს და მოახვევს შვილიშვილს
მე ვხედავ საოცარ სითბოს და სიყავრულს
ბებიას თვალებში ბებიას ღიმილში.
ბებიას თოვლივით ქათქათა თმები აქვს
ნაძვებიც ქათქათა საბნებით მორთულან
და უკვირს პატარას ბებიას თავშალქვეშ
რა თბილი რა თბილი ზამთარი მოსულა.
კიდე კიდე ვიცი მე... მე ბეეევრი ბეეევრი ლექსები ვიცი
ბიჭოს რა თოვლი მოვიდა
ნეტავ საიდან მოვიდა
იმდენ ხანს დააგვიანა
ალბათ ძალიან შორიდან.
აუ რამდენი ფიფქია (მე ანუ

)
ფიფქები ქარში მიქრიან
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი არც მიფიქრია.
ეი ბეღურავ მართულზე
მობუზული რომ ზიხარო
ჩემს აივანზე მოფრინდი
საკენკი გადმოგიყარო
ცოტათი გათბი დანაყრდი
და მერე ერთად ვიხაროთ.
კიდე ვიცი ბეეევრი ბეეევრი მარა მეტი აღარ მახსენდება

გამახსენდება აუცილებლად და გეტყვი....
ისე ამდენი ლექსები ვიცი თოვლის პაპაზე, ზამთარზე და კიდე ნაძვის ხეზე, მარა რად მინდა... თოვლის პაპა ყოველ წელს ერთიდაიგივეს მეუბნება წელს რო ცუდი გოგო იყავიოო??? დავაი ახლა აქედან შენი ხმა არ გამაგონო, საჩუქარი არ მომთხოვოო...
უი ჰო ამასობაში ცუდ ხასიათზე დავდექი და აი ეს ლექსი გამახსენდა... ზამთარია შიგ ნახსენები, მგონი საზამთროა... გალაქტიონი...
ათოვდა ზამთრის ბაღებს
მიჰქონდათ შავი კუბო
და შლიდა ბაირაღებს
თმაგაწეწილი ქარი.
გზა იყო უდაბური
უსახო უპირქუბო.
მიჰქონდათ კიდევ კუბო
ყორნების საუბარი:
დარეკე დარეკე.
ათოვდა ზამთრის ბაღებს.
ჰო და ამასობაში გალაქტიონის კიდევ ერთი ლექსი გამახსენდა, ვაფრენ ამ ლექსზე ....
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა
მზუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყავრულის ასე მოთმენა.
ძვირფასო სულ მევსება თოვლით
დღეები რბიან და მე ვბერდები
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ ასეთია ჩემი ცხოვრება
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო ვხედავ ვხედავ შენს ხელებს
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში
იელვებს ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში.
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა
მზუხარე გრძნობა ქროლის მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს, ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა.
არის გზა, არის ნელი თამაში
და შენ მიდიხარ მარტო სულ მარტო
მე თოვლი მიყვარს როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა.
მიყვარდა მაშინ მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდა ეხლა ისე მომწყურდა
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში
თეთრი ტყეების მიმყვბება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალუილი ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა....
აუF ახლა რაღა დამაძინებს... მდას......