Cosmopolitan
თვალებითვალები ლოცულობენ, თვალები გალობენ,
თვალები ფიქრობენ და თვალები ამბობენ,
თვალები იცინიან, თვალები ცვარობენ,
თვალები ტირიან და სულ სადღაც ჩქარობენ,
თვალები ეტრფიან, თვალები ხარობენ,
თვალები ენთებიან, თვალები გათბობენ,
თვალები გმობენ და თვალები დაობენ,
თვალები თამაშობენ, თვალები წვალობენ,
თვალები განიცდიან, თვალები დარდობენ,
თვალები მზეობენ, თვალები ღამობენ,
თვალები ლამაზობენ, თვალები ბრაზობენ,
თვალები ვაჟკაცობენ, თვალები ქალობენ,
თვალები ზეიმობენ, თვალები დღეობენ,
თვალები გამოგცდიან, თვალები განდობენ,
თვალები ცოცხლობენ და თვალები თვალობენ.....
This post has been edited by T-E-0 on 3 Jan 2006, 15:44