ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას.
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას.
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას.
გადმოვლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს.
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს.
და მოგიკლავ გენაცვალე მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას.