Opizar
Underrated Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8993
წევრი No.: 5219
რეგისტრ.: 23-May 04
|
#2577903 · 12 Feb 2006, 03:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი, არ ვიცი
*** გაიღიმეთ, თქვენთვის იცინიან სამწუხარო და ხშირი ამბავი
ეპიგრაფის ნაცვლად: – ნუ შემეცით, გეთაყვა.
ნატო კაფეში შემხვდა სრულიად შემთხვევით. მას შემდეგ რაც დავშორდით თითქმის ერთი წლის წინ, ის არც კი მინახავს. ამის სურვილიც არ გამჩენია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვიყავით, ვგრძნობდი რომ რაღაც აკლდა ამ ყველაფერს. ღიმილი – იყო, სიცილი – იყო, სითბო – იყო, კვნესა – იყო, გაგება – ეგეც იყო ცოტა, მაგრამ მთავარი – აკლდა. ერთმანეთს ელვისებურად დავუახლოვდით, ცოტა ხანი გავჩერდით, და სწრაფად დავშორდით. დავშორდით ერთ დღეში. უსიტყვოდ. არც მე მსურდა დიდად მისი ნახვა, და არც მას – ჩემი...
– სალამი, ნატუ! როგორა ხარ?
– ვა, ჯი! სკოლკა ლეტ!
– პაჩტი ერთი.
– ჰო-ო-ო. გაიცანი, ეს გიოა.
(მის გვერდით ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. საკმაოდ შებუტიკებული. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. მე: „– სასიამოვნოა“, ის: „– სასიამოვნოა“. კაცმა არ იცის რა იყო ამაში სასიამოვნო ან ჩემთვის, ან მისთვის, მარა რიტუალმა ისე უნდა ჩაიაროს როგორც წესი და რიგია.)
– ხომ ხედავ, შენსავით გიო ჰქვია.
– კი, სავარაუდოდ ეს ჩემთვის უდიდესი პატივია?..
ბიჭმა ხმა ამოიღო: – ნატო, ორ გიოს შორის ზიხარ და შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო.
(ნატომ გაიცინა. მე გამეღიმა. ოღონდ გამეღიმა არა გიოს ნათქვამზე, არამედ ნატოს სიცილზე.)
რა ცუდია, როდესაც გოგო გიცინის, ოღონდ გულწრფელად კი არა, არამედ იმისთვის, რომ გაჩვენოს „რა მაგარი ხარ“, „რამდენად ევასები“, და სინამდვილეში კი მისი ღიმილი გულისხმობს: „შენ სულ მკიდიხარ, მაგრამ შენგან რაღაცა მინდა“. არა, ეს პადლიზა ღიმილი არაა – ეს გაცილებით უფრო ღრმა თამაშია. წესით ასეთ სიცილ/ღიმილს უნდა გაექცე. სწრაფად. და შორს. მაგრამ ეს ძნელია. თითქმის შეუძლებელია. იმიტომ, რომ თითქმის შეუძლებელია ასეთი ღიმილის პირველი შეხედვით გარჩევა. მითუმეტეს, როდესაც ცოტა დაბრმავებული ხარ მკერდის ზომით და ფეხთა სიგრძით, და „რამდენად ევასები“-ს უფრო გჯერა (იმიტომ რომ კაცი ხარ და ასეთია შენი ბუნება). კიდევ უფრო ძნელია გაექცე მოგვიანებით, როდესაც გგონია რომ „შენ სულ მკიდიხარ“-ი შეამჩნიე (და ასეთ შემთხვევაში იწყება თამაში სახელად „აბა, ვინ პირველი მიიღებს იმას, რაც უნდა“. მაგრამ ამ თამაშში, რომელსაც წესები არ გააჩნია, კაცი იშვიათად იმარჯვებს). „შენ სულ მკიდიხარ“ ღიმილის შემჩნევა-გააზრება მხოლოდ მაშინ არის ადვილი, როდესაც არც მკერდი და არც ფეხები აღარ გაბრმავებს; სამწუხაროდ ასეთ დროს ეს ან უკვე გვიანია, ან პრინციპში არაა საჭირო.
სწორედ ამგვარი სიცილი შევამჩნიე ამჯერად. მაშინ, როდესაც ერთად ვიყავით, კი ვხედავდი, მაგრამ ვერ ვამჩნევდი. ერთი წლის წინ აღმოვაჩინე. აღმოვაჩინე და გავჩერდი. აღმოვაჩინე და ეს ჩემი აღმოჩენა ნატომაც იგრძნო...
– ჯი, მომიყევი, რა ხდება შენსკენ ახალი? ცოლი ხომ არ მოგიყვანია?
– სად მე, და სად ცოლი...
– ჯერ კიდევ ასეთი კრედოთი ცხოვრობ? არ შეცვლილხარ. გიომ კი მე ცოლობა შემომთავაზა, და მე დავთანხმდი.
– ხო-ო??? აი, შენ კი შეცვლილხარ აშკარად!
– მე და გიოს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. (მიუბრუნდა და აკოცა). ხომ ასეა საყვარელო?
(გიომ არაფერი უპახუხა. კამფეტნაჩუქარი ბავშვივით გაიღიმა და ხელი გადახვია).
– ასე რომ, საქორწილო მოსაწვევსაც გამოგიგზავნით... ხომ გვეწვევი?
– ნოუ მარკეტ!
ამ დროს გიოს მობილურმა დარეკა. გიომ უპასუხა. სანამ იგი საუბრობდა, ცოტათი ახლოს მივიწიე ნატოსთან. ჩუმად, ისე, რომ გიოს არ გაეგო, ვკითხე:
– მართლა გიყვარს გიო?
– რასაკვირველია
– ნატუ, ხომ იცი, საკუთარი თავივით გიცნობ. არ მითხრა ახლა რომ აგური დაგეცა, და შენი ცნობიერება შეცვალა. ნეტავ როდიდან მოგწონს გამხდარი ქერები?
– ეჰ, ჩემო ჯი, შენ ვერ ხვდები, მაგრამ არსებობს ქერობაზე და გამხდრობაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც.
– გასაგებია. მაშინ, თუ საიდუმლო არაა, რა არის ეს „რაღაცა“ რაც მასში ყველაზე უფრო მოგწონს და გიყვარს?
პასუხად დაახლოებით ის მივიღე, რასაც ვვარაუდობდი.
– მისი BMW.
(с) ხაბიტო
--------------------
«Когда у общества нет цветовой дифференциации штанов,то нет цели! А когда нет цели...»
|