ჩემ ესპანურზე უნდა გიამბოთ, მაგარი ისტორიაა. რო ჩავაბარე უნივერსიტეტში, სხვადასხვა უცხო ენის ჯგუფი იყო და უნდა აგვერჩია. შევედი ინგლისურზე. მერე ვნახე რომ, ერთი ტიპი, რომელიც დამევასა, ესპანურზე ყოფილა. მაგ ტიპის გამო ძლივს გადავბარგდი ესპანურზე, არ მიშვებდნენ. (მაშინ ძალიან ჭკუამხიარული გოგო ვიყავი, არ შეიმჩნიოთ).
ის მალე 'გადამევასა" , უბრალოდ დავმეგობრით, ლექტორი კი (ესპანელი გოგოა, საყვარელი), ისეთი წყალწაღებული აღმოჩდა, წელიწად ნახევარია მაგას ვლანძღავთ. არაფერს გვასწავლის, ესპანური ახლა ჩინურზე ცოტა უკეთ ვიცი, მეტი არა. ლექციებზე აქტუალურ თემებზე ვჭორაობთ ხოლმე.
ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ამ ბიჭს მოსწყინდა ეს იდიოტი ლექტორი და ინგლისურზე გადავიდა,მე კი შევრჩი ამ ჯგუფს .........