მიდიოდა ქუჩაში.
როგორ? – მდორედ.
ირგვლივ? – დუმილია.
რატომ? – უფრო ზუსტად?
სად? – არსად.
მაგრამ ხომ მიდიოდა? – მიდიოდა.
რა ტანჯავს? – ვის?
მას, ადამიანს. – შიში.
შიში რისი? – საკუთარი თავის.
რატომ საკუთარი თავის? – არ იცის, რა გააკეთოს.
შიში? – ცხოვრების შიში.
რაა ცხოვრებაში საშიში? – სიკვდილი.
-კიდევ? – არ ვიცი.
და მას ეშინია? – ეშინია.
რატომ? – იმიტომ რომ შეიძლება უთხრან...(არ უნდა თქმა)
ვინ? – მისთვის ძვირფასმა ადამიანმა (არ უნდა თქმა...)
ქალმა? მამაკაცმა? – ქალმა.
რისი კითხვა უნდა? – ასე გაინტერესებს?
-ძალიან. –კარგი. მას უნდა...როგორ ვთქვა...
-როგორც არის. – მისი გრძნობების შესახებ უნდა ჰკითხოს.
-ჰა-ჰა. –და ამის ეშინია? სისულელეა! –არ ხარ მართალი.
-რატომ? –არაა სისულელე. გრძნობები ადამიანებისთვის ისევე ძვირფასია, როგორც ჩვენთვის – ფრთები.
- მე კიდევ მეგონა, რომ გრძნობები... – ვიცი რაც გეგონა.
-ვცდებოდი? –რა თქმა უნდა.
-რა ვქნათ? – არ ვიცი.
-რატომ? შენ ხომ ყველაფერი იცი! – ცოდნა არ ნიშნავს ქმედებას.
-ესე იგი არ გინდა ქმედება? – ეს მას არ უნდა.
-რატომ? –ხომ გითხარი – ეშინია.
-რატომ ჰგონია, რომ უარს ეტყვის? –შეაფასა სიტუაცია.
-და? (აწყვეტინებს) – და ფიქრობს, რომ ქალი არ გრძნობს...
-რას?! (ისევ აწყვეტინებს) – დადუმდი, როცა უფროსი ლაპარაკობს!
-მაპატიე. -...ქალი არ გრძნობს იგივეს მისდამი.
-და ის რას გრძნობს? –თვითონაც არ იცის.
-ეს როგორ? –აი ასე...
ვერ მივხვდი? –მას ჰგონია, რომ ის ყველაზე კარგია...
-ჰო. -...ყველაზე კეთილია...
-ჰო. -...ძალიან ლამაზია...
-ჰო. –ყველაზე ალერსიანია...
-ჰო. -...მოკლედ, ბუზს არ ააფრენს...
-როგორც ჩვენ? –ჩვენ ბუზებს არ ვაფრენთ, ჩვენ მათ მივირთმევთ.
შენ რა გეგონა აბა. ანგელოზები ვიყავით? – არა, ბეღურები...
-მერე? –ფიქრობს, რომ მასე უკეთესი ამქვეყნად არავინაა...
-მაგრამ? –მაგრამ არ გრძნობს მისდამი იმას, რასაც უნდა, რომ გრძნობდეს.
-რა უშლის ხელს? –საკუთარი ეგოიზმი.
-ეს როგორ? –საკუთარი თავისთვის ცხოვრობს.
-შენ ასე ფიქრობ? –არა. ის ფიქრობს ასე.
© ის, ვინც მენატრება

თარგმანი - მისი, ვისაც ენატრება.
This post has been edited by Kissie on 27 Apr 2006, 04:43
მიმაგრებული სურათი