Serioznaia-krasotka77ორი ამბავი მაქვს ერთი კარგი მეორე არც მთლად ისე.
კარგი: საჩემო კითხვაა თუ დამიჯერებ. ზუსტად ვიცი და შემიძლია კიდევაც უბრობლემოდ.
არც ისე: ძალიან რომ გვინდოდეს ფიზიკურად ვერ შეგხვდებით

ამიტომ აქედან ვეცდები ამ პრობლების გადაჭრაში გაგარკვიოთ.
დაგჭირდება პატარა ქიმია. სულ ორად ორი რეაქტივი რომელიც აქ იშოვება და პატარა მინის წკირი. საკმარისია ძალიან მცირე რაოდენობებიც კი.
მხოლოდ კალიუმის ბიქრომატი (იგივე წარმატებით გამოიყენებთ ნატრიუმის ან ამონიუმის ბიქრომატს, რომელიც იქნება), ნახევარი გრამიც არ უნდა.
და აზოტმჟავა არანაკლებ 35-40% (ან თუ გინდა მეტი "სიძლიერის"). იცოდეთ ამ მჟავასთან ფრთხილად იყავით, არაფერი საკატასტროფო არაა, მაგრამ თვალში არ მოგხვდეთ(!), ისეთ ტანსაცმელს რომელიც არ დაგენანება ის ჩაიცვით.
ეხლა
მომზადება:
რაიმე მცირე ზომის მინის ჭურჭელში ჩაასხით მცირეოდენი (ნახევარი ან მეოთხედი მილილიტრი) აზოტმჟავა. მასში თითო-თითო კრისტალებით ჩაამატეთ კალიუმის ბიქრომატი (ძალიან ლამაზი სტაფილოსფერი კრისტალიკებია), და ფრთხილად მინის წკირით მოურიეთ ხსნარი. სასურველია მიღებული ხსნარი ძალიან არ იყოს შეღებილი მარილით, ამიტომ ის ბევრი არ ჩაამატოთ. (სულ 4-5 ნამცეცი კრისტალიც ეყოფა.) და მიიღებთ ბაც მოყვითალო-ნარინჯისფერ გამჭვირვალე ხსნარს. მინის გარდა სხვა საგანი არ შეიტანოთ მჟავა მას არ დაინდობს.
შემოწმება:
მიღებული ხსნარის ერთი წვეთი დაადეთ გასასინჯი საგნის ზედაპირზე (სადმე შეუმჩნეველ ადგილზე). თუ მან მიიღო მკვეთრად წითელი ფერი, მაშინ მასში ვერცხლია. კონტროლისთვის შეგიძლიათ ჯერ ისეთი ვერცხლის საგანი შეამოწმოთ რომელშიც დარწმუნებული ხართ.
ვიმედოვნებ ეს ცნობა კიდევ რომელიმეს წაგადგებათ. აწი თქვენ ამ ამბავში ვერავინ მოგატყუებთ. არ მიყვარს თაღლითები ამიტომ არ დამეზარა ამის წერა.
გისურვებთ წარმატებებს.

თავს თუ ვერ ართმევთ, სასურველია რომელიმე ქიმიკოსს დაანახოთ ეს რეცეპტურა და ის უკვე პირადად დაგეხმარებათ.
This post has been edited by Moshi-moshi on 5 May 2006, 02:05