ხოდა ეხლა ვიწყებ არც ისე ვრცელ მოხსენებას დანაზე

მოდით ჯერ უხსოვარ დროიდან დავიწყებ როდესაც შეიქმნა პირველი დანა და სრულიად შემთხვევით
ნუ რა მოხდა და როგორ მოხდა ზუსტად აღარ მახსოვს დიდი ხნის წინ შევესწარი ამ ამბავს მაგრამ ერთხელაც ადამიანმა პირჩამოტეხილი ანუ პირბასრი ქვა აიღო და რაღაცას დაუსვა და გაჭრა და ამის მერე დანა იქცა ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. ანუ ეს იყო ქვის დანა.
ნელ-ნელა დანამ დაიწყო განვითარება და ადამიანთან ერთად განვითარდა.
დანას თითქმის იმხელა ისტორია აქ რაც კაცობრიობის მოდგმას.
რა არის დანა და რაში გამოიყენება ის?
სასიკვდილო იარაღია თუ ყოველდღიური მოხმარების საგანი?
არის თუ არა დანის მატარებელი ყველა ადამიანი პოტენციური მკვლელი?
დავიწყოთ იმით თუ რა არის დანა და რა სახეობის დანები გხვდება ცხოვრებაში.
დანა გამოიყენება ყველგან და ყველაფერში.
ჩვენ დანად აღვითქვამთ მხოლოდ იმას რასაც დღევანდელი ახალგაზრდობა ბაზრობებზე ყიდულობს და ჯიბით დაათრევს.
დავიწყოთ ნაჯახით

ნაჯახიც შეიძლება თამამად ითქვას რომ დანის ერთ ერთი მძიმე სახეობაა რომელიც ხის საპობად და საჩეხად გამოიყენება
ბრიტვა - ბრიტვაც იგივე დანის სახეობაა ოღონდ განკუთვნილია პირის და სხეულის სხვა ნაწილების გასაპარსად.
ელექტრო პირსაპარსი - რა პარსავს წვერს? აქაც დანაა გამოყენებული.
ხერხი - ისევე შეილება მივაწეროთ დანების კატეგორიას ოღონდ გამოიყენება ხის დასახერხად.
კიდევ ბევრი საყოფაცხოვრებო და ქარხნული დანადგარის ჩამოთვლა შეიძლება სადაც დანა ასრულებს დიდ მოვალეობას.
ეხლა წამოვიწიოთ ცოტა წინ.
ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ რომ მამაკაცის მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა დანა.
ავიღოთ საქართველოს ისტორია და ქართული ჩოხა.
რატომ იყო ჩოხაზე ჩამოკიდებული ხანჯალი? ჩოხას ამშვენებდა? არა
კი ჩოხას უხდებოდა ხანჯალი მაგრამ არ შეიძლებოდა ისეთი რამის მოგონება რაც უფრო დაამშვენებდა ჩოხას?
შეიძლებოდა მაგრამ ხანჯალი დასაბამიდან აღნიშნავდა ვაჟკაცობის და სიმამაცის სიმბოლო. ვაჟკაცს აუცილებლად უნდა რტყმოდა წელზე ხანჯალი. კი ხდებოდა კონფლიქტებიც მაგრამ ამ კონფლიქტებში ამ ხანჯლის გამოყენება მხოლოდ მაშინ ხდებოდა როცა ორთაბრძოლა თანასწორ ძალებში მიმდინარეობდა, ანუ ორივე მხარეს უნდა ამოეღო ქარქაშიდან ხმალი. არასოდეს არ ხდებოდა ისე რომ რომელიმე მხარეს ხმალი არ ქონოდა და მოწინააღმდეგე მას ხმალშემართული დასხმოდა თავს. ეს გამოვლინება იყო სილაჩრისა სულმდაბლობისა რასაც დღევანდელ ყვინჩილებზე ვერ ვიტყვით რომლებიც დანას მაშინ ხმარობენ როცა მის მოწინააღმდეგეს ისიც კი არ იციან აქვს თუ არა დანა რასაც ხშირად უაზროდ მოყვება ხოლმე მზხვერპლი.
არის თუ არა დანის მატარებელი ყველა ადამიანი პოტენციური მკვლელი?
მე მიმაჩნია რომ არ არის
მე ყოველთვის ვატარებ დანას რომელიც ჩხუბის დროს არასოდეს გამომიყენებია. პოტენციური მკვლელი ვარ?
თუ ადამიანი რომელსაც დანა უჭირავს ხელში პოტენციური მკვლელია მაშინ ნებისმიერი დიასახლისი რომელიც საჭმელს აკეთებს პოტენციურ მკვლელად ითვლება და არა აქ მნიშვნელობა იმას სახლში ეჭირება ეს დანა თუ ქუჩაში. ხომ შეიძლება ამ დროს მას სახლში ვიღაც შეუვარდეს და მან ეს პურის დანა მომაკვდინებელ იარაღად აქციოს?
ჩემ ცხოვრებაში ბევრი მაგალითი გამიგია იმისა რომ ადამიანი მოეკლათ სხვა და სხვა საგნით.
მაგალითად: მანტიროვკა (იგივე ძალაყინი), ჩაქუჩით, ლაფატკით, თოფით, ფიწლით, ნაჯახით, ქვით, შუშის ნატეხით, ლურსმით, სკამის ჩარტყმით, თოკით, მუშტით, ხელკეთით და ა.შ.
ანუ აქედან გამომდინარე ნებისმიერი საგანი ადამიანის ხელში შეიძლება იქცეს მომაკვდინებელ იარაღად.
როცა ადამიანს კლავ რა მნიშვნელობა აქ იმას დანით მოკლავ თუ თოკით დაახრჩობ ან ქვას ჩაარტყავ თავში?
ჩემი აზრით დანის მატარებელი ადამიანი კი არაა პოტენციური მკვლელი არამედ თვითონ ადამიანია პოტენციური მკვლელი და რადგანაც თქვენ ყველანი ადამიანები ხართ სანამ მკვლელობას ჩაიდენთ მანამდე ხართ დასაჭერები

ასე რომ დაანებეთ ამ დანას თავი და როდესაც ხელს კიდებთ დანას გახსოვდეთ რომ თქვენ მომაკვდინებელი იარაღი კი არ გიჭირავთ ხელში, არამედ კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილი
გმადლობთ ყურადღებისთვის

ნენა რამტიტოლა მიწერია
* * *
Owlშენი არ ვიცი და მე რა ჯანდაბა მინდოდა რო ამ დროში დევიბადე ვერ ვიცი რააა
დავბადებულიყავი შუა საუკუნეებში ხო შეილებოდა?
ან ომში ამკუწამდა ვინცხა და ან კიდო სააკაშვილი მაინც აღარ მეყოლებოდა პრეზიდენტი

ისე რა გინდა კაი თემა კი შევაგდე

დაგნალავ მე შენ

რავა არ მჩუქნი იმ ნალს შე უნამუსო ჰა?
This post has been edited by Vlad-Cepesh on 5 May 2006, 19:45