ედიკას მმართველობის დრო იყო როცა 17 წლისა მოვხვდი დასავლეთ-საზღვარგარეთის ერთ -ერთ დიდ ქალაქში. ჩასვლის მეორე დღეს გავედი ქუჩაში მარტო და უაზროდ დავბოდიალობდი, როდესაც დიდი კათოლიკური ეკლესია დავინახე. დამაინტერესა ეხლა ეკლესიაში შესვლა, მაგრამ თან გულში რაღაც ნიტოდ ვგრძნობდი თავს როგორც მართლმადიდებელი.

რაც არის არის შევალთქო და გადავაბიჯე ზღურბლს, მარა მოვხვდი პატარა მისაღებ ოთახში, სადაც იდგა გრძელი მაგიდა სხვადასხვა ქრისტიანული ლიტერატურით და მაგიდასთან იჯდა კათოლიკი მღვდელი. მღვდელმა რო დამინახა ფეხზე წამოდგა, მაგიდას ფრთხილად შემოუარა, ჩემთან ახლოს მოვიდა, სახეში შემომხედა და ორივე ხელები მხრების სიგანეზე აწია(სურათი).
თბილისის ქუჩებში, იმ დროს ეგ ჟესტი (ხელების აწევა) ნიშნავდა გაჩხრეკვას, ხოდა ვიფიქრე, ალბათ მიხვდა მღვდელი მე კათოლიკი რომ არ ვარ, ჩემი გაჩხრეკვა უნდათქო და მეც ხელები ავწიე -გამჩხრიკე სუფთა ვართქო.
ვდგავართ ასე ხელებ აწეულები მე და მღვდელი და ვუყურებთ ერთმანეთს. რო დავინახე არ მჩხრეკდა, ვიფიქრე ალბათ წესია ასეთი, უნდა მივესალმოთქო და გადაკოცვნით გადავეხვიე მღვდელს. გადახვევის პროცესში კი მარჯვნივ გავიხედე და დავინახე პატარა კარები. გამოვიხედე მარცხნივ და აქაც კარები; თურმე, აწეული ხელებით მღვდელი მანიშნებდა გინდა აქედან შედი ეკლესიაში გინდა იქიდანო. ეგრევე ავიღე ხელები და შევედი ეკლესიაში პატარა კარებით. შესვლისას კი მღვდელს გამოვხედე, რომელიც ისევ ისე ხელებ აწეული იდგა გაგკვირვებული სახით.
This post has been edited by შიზო ფრენია on 31 May 2006, 05:00
მიმაგრებული სურათი