სალამი ყველას. "ხვალინდელი დღე", როგორც აქციის საინფორმაციო მხარდაჭერის მონაწილე, ხვალ (თუმცა უკვე დღეს

აქვეყნებს ამ სტატიას.
როგორ დაინახეს ბავშვებმა მზე1 ივნისს `მზიურში~ მეტად მხიარული დღესასწაული გაიმართა"ჩვენ ვხედავთ მზეს". მზე პირველი ივნისის მთავარი გმირია, ოღონდ ბავშვების შემდეგ. აქ ყველაფერი მათთვის გაკეთდა, მზეც კი.
1 ივნისს ბავშვთა ქალაქ "მზიურში" ისეთივე ჟრიამული იყო, როგორც ყველგან. თუმცა ამ მხიარულების ორგანოზატორი არც მეცენატი და არც რომელიმე ორგანიზაცია ყოფილა. ყველაფერი ანა გოგუაძემ და მისმა მეგობრებმა გააკეთეს. ბავშვებისა და მზის სიყვარულმა მათ ერთი ლამაზი დღის მოწყობა გადააწყვეტინა.იდეა ანას "მზიურში" გასეირნებისას დაიბადა. "ყოველთვის მინდოდა, აქ, ამ ადგილას რამე ლამაზი დღესასწაული მომეწყო. მოვდიოდი "მზიურში" და ვხედავდი, როგორ ყრიდნენ ნაგავს ჩემს თვალწინ. ამის გამო მინდოდა, გამეკეთებინა რამე ლამაზი, ისეთი, როგორიც ნოდარის ბავშვთა ქალაქს შეეფერება. მართალია, აქ ხშირად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, მაგრამ უფრო ხშირად ეს ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი. ჩემი სურვილი იყო მათთვის ლამაზი დღის ჩუქება. ამ იდეით მივმართე ჩემს მეგობარ დათო ხოსიტაშვილს, რომელიც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაშიდამეხმარა, თანაც მირჩია, სხვებისთვისაც შემეთავაზებინა აქციაში მონაწილეობა. მანამდე ღონისძიების მოწყობის არანაირი გამოცდილება არ მქონია. არ ვიცოდი, როგორ უნდა შემესრულებინა ჩანაფიქრი, მაგრამ ჩემი მეგობრების წყალობით ამ იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა. მოვიძიეთ სპონსორები. ბავშვებისთვის დღესასწაულის მოწყობა უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა საინტერესო. ბოლოს მოდიოდნენ და პროექტში ჩართვას მთხოვდნენ. ის, რასაც აქ ხედავთ, სწორედ ჩემი მეგობრებისა და ასეთი ადამიანების დამსახურებაა. მართალია, იდეა მე მეკუთვნის, მაგრამ მათ მის განხორციელებაში უამრავი ენერგია დახარჯეს".
"მზიურში" ბავშვები დილიდან იკრიბებიან. ორგანიზატორებს ადვილად გამოარჩევთ მზისფერი მაისურებით და წარწერით "ჩვენვხედავთ მზეს". ღონისძიება 2 საათზე ბაბილინამ და "ბასტი-ბუბუმ" გახსნეს.
ბავშვების გამხიარულება მათ ნამდვილად მოახერხეს. ამის შემდეგ სცენაზე ასვლა და ლექსების წაკითხვა არ გასჭირვებიათ. დღის მთავარმა გმირებმა - გლდანის ბავშვთა საახლის აღსაზრდელებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენური ვერსიაც შემოგვთავაზეს. ხატვის კონკურსი თავიდანვე დაიწყო. თითოეულმა სპონსორმა საკუთარი გამარჯვებული თავად გამოავლინა. თუმცა არც კონკუსგარეშე ბავშვები დარჩენილან საჩუქრების გარეშე. "პოპულისა" და "სამგორის" მიერ დაწესებული პრიზების გარდა, მათ უამრავი სათამაშო მიიღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია UGT-სგან. აქციის შემოქმედებით მხარეზეც სამეგობრო წრემ იზრუნა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა"ჩვენებურები" და "შავნაბადა". მათ ქართულ ხალხურ მელოდიებზე ბავშვების აცეკვებაც მოახერხეს.
გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელს ნუგზარ წიკლაურს ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ხშირად მიუღია, თუმცა როცა უთხრეს, რომ "მზიურში" მიდიოდა, ძალიან გაუხარდა. ეს დღე მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ბევრს არ საუბრობს, უბრალოდ მოსწონს, რაც აქ ხდება. სამაგიეროდ, მოულოდნელი არ ყოფილა მისი მეგობრის შორენა ნეპარიშვილისთვის. ის არც მორცხვობს და ინტერვიუზეც თამამად თანხმდება. "უკვე ორი კვირაა ვიცი, რომ აქ უნდა მოვსულიყავი. მითხრეს, კარგი კონცერტი იქნებაო. მე ლექსი ვთქვი და ვიმღერე".
195-ე სკოლის მოსწავლე ლიზა ჯიბლაძე აქტიურად ცდილობდა,სტუმრებისთვის საკუთარი და მეგობრების ხელით დამზადებულინაკეთობები შეეთავაზებინა. სხვათა შორის, არცთუ წარუმატებლად.უდედმამო ბავშვთა სახლებისთვის გადასაცემად დღის ორი საათისთვისმათ უკვე 60 ლარის შეგროვება მოახერხეს. იქვე იყო ამავე სკოლისმოსწავლეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა. აქედან შემოსულითანხაც, ბუნებრივია, ბავშვთა სახლებს გადაეცემათ. საკუთარი`პროდუქციის~ შეთავაზება ჟურნალისტებისთვისაც არ დავიწყნიათ, _`ბევრი რამ გვაქვს, ჩვენი ხელით შეკერილი ჩანთები, მძივები,საყურეები, შანდლები~.
ანა გოგუაძე ამბობს, რომ პროექტის მატერიალური მხარისმოგვარება სულაც არ გართულებულა.მეგობრული კავშირების წყალობითსპონსორების მოძიება მალე მოახერხეს, _ პროკრედიტბანკი, ფირმა`სამგორი~, `პოპული~, UGT, და `ყაზბეგი~, საინფორმაციომხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებლობა, პირველი რადიო და`ხვალინდელი დღე~ ირწმუნებიან, რომ ეს არ იქნება ერთჯერადიაქცია და მომავალშიც შეძლებენ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.`მზიური~ ბავშვთა ქალაქია და აქ მუდამ უნდა ისმოდეს მათიჟივილ-ხივილი~, _ ამბობს ანა.
`პროკრედიტბანკი~ მხოლოდ გენერალური სპონსორის ამპლუაში არდარჩენილა. აქციაში მისი უამრავი თანამშრომელი მონაწილეობდა.ეფექტური კოსტიუმებით მათ ბავშვების გართობა ჰქონდათდავალებული. პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერსდავით წინწკალაძეს ციყვის ფორმა ჰქონდა მორგებული. `ჩვენიბანკისთვის ყოველთვის აქტუალურია ბავშვების დახმარება. ჩვენისოციალური მისიაა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ჯანსაღადჩამოყალიბებას, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად~.
1 ივნისის ღონისძიების შესახებ პირველი შეტყობინება`მზიურის~ დირექტორმა ქეთი დუმბაძემ მიიღო. მან ორგანიზატორებსსაკუთარი იდეები შესთავაზა. ამ დღით ის განსაკუთრებით კმაყოფილიჩანდა: `ყველაფერი იმის გამოა, რომ ამ საორგანიზაციო ჯგუფისწევრები არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, მართლა მზე უნათებთთვალებში. მათთან ურთიერთობა იმდენად მომეწონა, რომ უკვედავგეგმეთ მომავალი ღონისძიებები. მოკლედ, ერთად კარგი საქმეგამოგვივიდა~.
დღე დამთავრდა, მაგრამ აქცია გაგრძელდება, ირწმუნებიანორგანიზატორები. გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სამგზავროავტობუსში კიდევ ერთი სიურპრიზი, ფერადი სათამაშოები დახვდათ.
ანა ბალიაშვილი
This post has been edited by Geronti on 3 Jun 2006, 01:23