მაგიდაზე დადებულ მობილურს შევხედე...
გამეღიმა...
მერე ოთახს მოვავლე თვალი...
დაძველებული პლაკატები მე მიყურებენ კედლებიდან...
”რა გინდა?” - შევეკითხე სლეშს...
”შენი კარგად ყოფნა!” - ისეთი თვალები აქვს, ალბათ ამას მიპასუხებდა რომ შეეძლოს ლაპარაკი... (19.05)
წარსული ჩაბარდა წარსულს...
თვალებზე არ ტოვებს ნამებს...
წამსვლელი მიჰყვება წასულს...
წუთები მიჰყვება წამებს...
დაღლილი ფიქრი და გრძნობა
არყისფერს მაგონებს დღეებს...
გაჩუმდი, არ მინდა ცნობა...
ფითრი შესევიათ ხეებს...
ლურჯი - ნეტარების ფერი...
ასჯერ გაზომილი ბგერა,
ცხოვრების ვიყავი გერი...
ახლა გამიმართლა, მჯერა...
აწმყო დავიტოვე ჩემთვის...
მომავალს ვარჩევდი ცხადად...
სული თამბაქოს კვამლს ერთვის...
მკითხე როგორა ვარ?! - კარგად!
ბედო, არ არსებობ, ვიცი...
"ხვალე" ჩემს ხელშია ვხედავ...
ღმერთთან დადებული ფიცი,
უნდა დაგირღვიო, სევდავ...
წარსულს მივაბარებ წარსულს...
თვალზე არ დატოვებს ნამებს...
წამსვლელი გაჰყვება წასულს...
წუთები გაჰყვება წამებს...
კარგად ვარ!!!