* * *
დღეს ყველაფერი სევდისფერია,
გუშინ სიცოცხლე იყო მზისფერი,
შარშანწინ იგი სულ თეთრი იყო,
ახლა ყველაფერს ადევს ზღვისფერი.
შორს მთებს გავხედავ - ისლისფერია,
ქალაქს დავხედავ,ის მტვრისფერია,
სოფლის ცხოვრება ისლისფერია
და ყველა ფერი არა ფერია.
მაინც ყველაფერს ის ფერი ადევს,
რომელიც ჩემთვის არის შენფერი
და ეს ფერები სინთეზში ბადებს
იმ ფერს,რომელიც ჩემს სულს შეჰფერის.
25 მარტი, 2003 წ.
მიმაგრებული სურათი