უშენოდ
ნელ-ნელა ზღვიდან ამოდის მზე
ხელახლა იწყება ახალი დღე,
თვალებს რომ გავახელ, გინატრებ შენ!
არავინ არ მინდა შენს გარდა მე!
ვივლი სულ მაღლა, დავიპყრობ მთებს,
დავკრეფ მინდორში ფერად ყვავილებს,
გაჩუქებ სიყვარულს, გაჩუქებ მზეს,
იცოდე, რომ მე მიყვარხარ შენ!
უშენოდ აღარ ამოვა მზე,
ტანჯვა იქნება ყოველი დღე,
უშენოდ სიცოცხლე არ მინდა მე,
გთხოვ, არ დამტოვო და არ წახვიდე!
4 იანვარი, 2003 წელი, თბილისი.
მიმაგრებული სურათი