სატელეფონო საუბრიდან:- ჩიპიდეილი მინდა
- რა გინდა?
- ჩიპიდეილის ციყვები...
- რად გინდა?
- რავი მეყოლება...
- სად ნახე ჩიპიდეილი?
- ყაზბეგის ლუდის ბუტკაში დახლზე ისხდნენ და გონჩიკებს უშვებდნენ...
- რას შვებოდნეეენ?
- დახლზე ისხდნენ... ბუტკაში
- არა, არა, მერე რას შვებოდნეენ?
- აა, გონჩიკებს უშვებდნენ
- რას?
- გონ-ჩი-კებს!!!
- აა... მერე? სვამდნენ?
- რავიცი...
- როგორ არა, სვამდნენ, მაგარი ბუხოები იყვნენ ტო...
- შეიძლება...
- რა შეიძლება სვამდნენ...
- არა არ დალევდნენ...
- ჰმ... სვამდნენ და... ააა... არა ეს მარტო ჩიპი სვამდა, დეილს წვეთი არ დაულევია...
- ხო დეილი არ დალევდა...
- ვინ მოიყვანა ეგენი ბუტკაში?
- კოლინ ფერელმა
- ვინა?
- კოლინ ფერელმა...
- ეგ ვინაა?
- აი ალექსანდრეში მთავარ როლს რო ასრულებს... ხელში აიყვანა ორივე და მოიყვანა ბუტკაში... დახლზე დასვა
- არ მაქვს ალექსანდრე ნანახი...
- მე ვფიქრობ მაგას კეთილი როლები აღარ უნდა მივცეთ... არ მომწონს ამ ბოლო დროს მაგის თამაში...
- აბა ვისი მივცეთ?
- რავი, ბოროტების... მაგრად ითამაშებს
- კაი ეგრე ვქნათ...
- მაგან მოიყვანა ჩიპიდეილი ბუტკაში
- ხო ერთად მოვიდნენ და მაგარი მთვრალები იყვნენ უკვე.. ერთად დაულევიათ სამივეს...
- უყურე შენ...
ასე ვლაპარაკობ ხოლმე ტელეფონზე