ეგ ლოგიკასთან ახლოა უკვე

გეტყობა, გერმანულს რომ სწავლობ.
გონებას ავითარებს ეგ ენა.
მაგრამ ძალიან პატარა წონისებს უკვე კომეტა არ ეწოდება.
აი, ესეც იმავე თავიდან
"მცირე ცთომილები მცირე ზომის სხეულებია, რომელთა დიამეტრები რამდენიმე ასეული, ატეული ან კიდევ სულ რამდენიმე კილომეტრით გამოიხატება. ბევრი მათგანი არაა სფერული მოყვანილობის და უწესო ფორმის კოსმოსურ "ბელტებს" წარმოადგენს. ყველანი მოკლებულნი არიან ატმოსფეროს. მათი მცირე ზომა და უმნიშვნელო მასა გამორიცხავს მათ გარშემო რაიმე ატმოსფერული გარსის არსებობას.
მცირე ცთომილთა შორის ყველაზე დიდი, სახელად - ცერერა, დიამეტრში სულ მხოლოდ 770 კილომეტრია.
ესენი იმდენად მცირე სხეულებია, რომ ჯერ ვერ მოხერხდა მათ ზედაპირზე რაიმე ცნობის ამოკითხვა და მეცნიერებამ ჯერ კიდევ არაფერი იცის მათი ისტორიის შესახებ. ერთი კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი წარმოადგენენ ნამსხვრევებს პლანეტისა, რომელიც, ვიდრე რაღაც კოსმოსური კატასტროფა შეემთხვეოდა, მზის გარს სრბოლავდა მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის."
ეს არის ზოგადად. კომეტებზე მეტი აღარ წერია, მაგრამ ლოგიკურად, კომეტა ვერასოდეს იქნება ძალიან პატარა, ანუ კილომეტრებზე ნაკლები. იმიტომ, რომ სხვაგვარად ეს კომეტა აღარაა. მეტეორიტი კიდევ უამრავია და ცაზე რომ ვხედავთ, ეგ არის. ხშირად დედამიწაზეც ეცემა. იმიტომ, რომ იზიდავს.
აჰა, დღეს მოვრჩი ასტრონომიაზე, თორემ დიპლომი გვერდზე დამრჩება.
ევგენი ხარაძის ეს წიგნი არის ძველი და ეს მონაცემები ამ 35 წელში შეიცვლებოდა.
თუ დაგაინტერესებს, მაქვს ძალიან კარგი გერმანული წიგნი ასტრონომიაზე და გათხოვებ მერე.
იქ ძალიან თანამედროვე მონაცემებია. ადრე გადავიკითხე და მახსოვს.