ესეიგი 1 სექტემბერს დედამ მიმიყვანა სკოლაში, ჯგუფში ყველაზე მაღალი აღვმოვჩნდი ხოდა სულ ბოლო მერხზე მიმითითეს
დაჯექიო

მეც მაგრა არ მომეწონა ეგ ამბავი ხოდა თითქმის ყველგან ჩამოვცუცქდი იმ ადგილის გარდა, მაგრამ ბოლოს მაინც არ ამცდა
ტირილით არ მიტირია, მაგრამ აი დამრიგებელი საშინლად არ დამევასა ბებერი დანაოჭებული ქალი იყო

ქოფაკს გავდა
ტიპიური საბჭოთა მასწავლებელი

ხოდა იმ დღიდან მოყოლებული სისხლს ვუშრობდით ერთმანეთს
ძალიან ცელქი მოსწავლე ვიყავი ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი

ხან ვის ვწიწკნიდი თმებს ხან ვის

უფრო ზედა კლასებში კი გადავედი ჟურნალების დაწვაზე, საპირფარეშოში დროჟის ჩაყრაზე...
ერთხელ, სადღაც ასე 5-6 კლასში, კარადაში შევყარეთ რუკები, ცხრილი, ფარდები და რაღაცეები შემდეგ ნავთი დავასხით და ცეცხლი წაუკიდეთ , საკლასო ოთახი ნახევრად დაგვეწვა
ხო კიდევ მახსოვს მელანი წავუსვით მასწავლებლის სკამს, რომელიც მუქი იყო და არაფერი ეტყობოდა, ხოდა მთელი გაკვეთილი ესე მელანმიცხმული ჩაატარა გაკვეთილი მასწავლებელმა, ჩვენ კი ვკაიფოდით .
კიდევ მათემატიკის მასწავლებელს ცარცი დავაყარე თავზე

ვერაფერიიგრძნო ისე

საშინელი ბავშვი ვიყავი
This post has been edited by ninichka1 on 15 Sep 2008, 14:31