არა, არა, ბევრად მეტია...
ეგ ამოცანაც არ იხსნება პირდაპირი გადათვლით, ფორმულა ჯდება

პირველ რიგში, ცხადია, რომ პირველი და მეორე სტრიქონი შეგიძლია აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეავსო. ანუ პასუხი 2xN-ზე დაფისთვის არის პასუხი 1xN-ზე დაფასთვის, აყვანილი კვადრატში. მაგ. პასუხი არის K. რადგანაც პირველ სტრიქონში მიღებული ყოველი განლაგებისთვის მეორე სტრიქონში შეგიძლია K განლაგება ამოირჩიო, პასუხი გამოდის K*K.
ხოლო 1xN დაფისთვის პასუხის პოვნა ადვილია: N=1-თვის პასუხი 1 არის და N=2-თვის 2, რადგან შეგიძლია აიღო ორი ერთიანი და ერთი ორიანი ბლოკი. ყოველი N>2-თვის კი პასუხია F(n-2)+F(n-1), სადაც F(k) არის 1xk დაფისთვის პასუხი. ეგ იქიდან ჩანს, რომ 1xk დაფის მისაღებად შენ ან უნდა დაუმატო 1x(k-2) დაფას 2-იანი ბლოკი, ან 1x(k-1) დაფას 1-ანი ბლოკი. F(n)=F(n-2)+F(n-1) მიმდევრობას ფიბონაჩის მიმდევრობა ჰქვია და ასე გამოიყურება: 1,2,3,5,8,13,21,34,55,89, ...
2x10-თვის პასუხი არის ფიბონაჩის მე10 რიცხვის კვადრატი, ანუ 89*89
This post has been edited by ninZa beri on 19 Nov 2006, 21:50