ჩექმაში 600 ლარის მიცემა არ მხიბლავს. ვაფშეტა საქართველოში ჩამოტანილი საქმონელი რატომაა 8-ჯერ ძვირი - არ მესმის. ამიტომ ვერ ვიტან აქ რაიმეს შეძენას, ჰაჰა ზაფხულის ტაპკები ვიყიდო და ჩუსტები

ჟენევაში ვიყიდე მშვენიერი, ტყავის ჩექმა და ლარებში დაახლოებით 180 ლარი დამიჯდა. სამაგიეროდ ვიცი, რომ ხარისხიანია, ლამაზია და ქუსლი არ გაძვრება
მოკლედ მაინც თუ გამიხდა აქ საყიდელი, რას ვაკეთებ? მივდივარ ბატაში სეილებზე. მაგალითად მაისში-ივნისში ვყიდულობ ფასდაკლებულ ჩექმას და იანვარში - ფეხსაცმელს. მართალია მოდის უკანასკნელი კივილი არ არის, მაგრამ ვის რა ჩემ ფეხებად უნდა? ხო, ამ დროს დიდი შანსია, რომ შენი ზომა არ იყოს

მეორე ვარიანტი - თავისუფლებაზე მიწისქვეშა გადასასვლელში - ყოველდღიური ფეხსაცმლის შეძენა შეიძლება, თუმცა ამ ზაფხულს გავგიჟი, დახურული ბასანოჩკი ვერ ვიყიდე, ხოდა რაღაცა ვიყიდე მანდ, ჩალის ტანგეტკაზე და დამამტვრია ფეხები. მერე ზუსტად 1 კვირაში ერევანში წავედი და უფრო დაბალ ფასად 3 წყვილი არაჩვეულებრივი ფეხსაცმელი შევიძინე
ხოდა, თუ ჟენევა შორსაა, ჰერევანი აქვეა, დასხედით მარშუტკაზე, წადით და მთელს სანათესაოს ჩამოუტანს ძალიან კარგ ფეხსაცმელებს ნორმალურ ფასად
მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ. ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ!