ერთხელ სოფელში ჩემი ძაღლის თანდასწრებით (რუსული ლაიკა მყავდა) მეგობარმა მის დასანახად დამარტყა და ძაღლმა ისე გაიწია რომ კინაღამ ცოცხლად შემიჭამა ძმაკაცი, მოასწრო და ფეხზე უკმინა კიდეც. მე თავიდან ვერაფერს მივხვდი და ძაღლს დავუწყე ცემა, მას რეაქცია არა ქონდა მაგრამ მერე მაჯა დამიჭირა კბილებით და არ მიშვებდა, თუმცა არ მგლეჯდა. იმ მომენტში ისეთი თვალები ქონდა რომ ვერ აგიწერთ.... მას მერე ზედაც აღარ შემოუხედავს ჩემთვის, მე რომ მივდიოდი რეაქცია 0 იყო ხოლმე. მითხარით ახლა ვინ ძაღლი იყო და ვინ ადამიანი