ახალი წელი კოცონთან შედგა!
სულ ვიყავით 6-ნი: 4 ფორუმელი და ორი +.
2007 წლის შეხვედრის ადგილი: ბირთვისები
დილა იყო საშინელი ქარიანი, იმდენად ძლიერი რომ ზოგჯერ ერთი-ორი ნაბიჯით გვერდზე გვაგდებდა, მიუხედავად იმისა რომ ვიყავით საკმაოდ დატვირთულები, იმედია არ შემეკითხებით რითი

. საათნახევარში მივაღწიეთ დანიშნულ ადგილამდე და სასწრაფოდ შევუდექით შეშის მოგროვებას... ეს არც ისე ადვილი იყო, თუმცა ერთ საათში საკმარისზეც მეტი შევაგროვეთ...ციხეებზე ასვლა მეორე დღისთვის გადავდეთ, ქარის გამო...
შემდეგ მოვაწყვეთ ბანაკი და წავიმხესეთ ცოტათი.. მოგიანებით ქარიც ჩადგა, მთვარეც ამოვიდა და ამასობაში გახდა 11 სააათი. შეუდექით საახალწლო მზადებას, გავშალეთ სუფრა, შევწვით მწვადები, მოვრთეთ ჩიჩილაკი, ავანთეთ სანთლები, გავამზადეთ შუშხუნები, ჩამოვასხით შამპანიური და ავითვალეთ 10-დან...

2007 წელს შევხდით დიიდი ხმაურით: შუშხუნების სროლებით და ასაფეთქებლების ბათქა-ბუთქებით

შემდეგ ამას მოყვა საუბრები და თამაშები სუფრაზე... საათნახევრის შემდეგ კი ავძვერით მაღალ კლდეზე, საიდანაც გავაჩაღეთ რეკვები მობილებით ახლობლებთან და მეგობრებთან

არ გეწყინოთ ჯეოსელის აბონენტებო, მაგრამ მაგთი მაინც მაგთია

მალევე დავუბრუნდით სუფრას და სადღაც 4 საათვისთვის გავწიეთ დასაძინებლად, იმ იმედით რომ დილით ადრე ავდგებოდით და ციხეებს დავლაშქრავდით... ღამე ოდნავ ყინავდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვაწუხა სიცივემ...
დილით 8-ზე ავდექით გოგოები, მოვიტანეთ წყალი, ავანთეთ კოცონი, დავჩეხეთ შეშა, ავადუღეთ წყალი და შევათბეთ დარჩენილი მწვადები...სადღაც 10-სთვის რიგრიგობით დაიწყეს ბიჭებმა კარვიდან გამოსვლა

მოკლედ, შეუპოვარზე ავედით ასე 12 საათი იქნებოდა...სამწუხაროდ სარეისო მარშუტკის მძღოლმა შეგვატყობინა რომ 4 საათვისათვის გამოვიდოდა თეთრი წყაროდან...ამოვარდა გეგმიდან დედა ციხე

სურათების გადაღების და არემარე ცქერის დაკმაყოფილების შემდეგ, დავეშვით ბანაკში და უკვე ოთხის ნახევარზე ტრასაზე ვიდექით... გზაში იქაურელები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, ცხადია თბილისში ეს გაოცება გაორმაგებული იყო: არასტანდარტულად ჩაცმულები, ზურგჩანთებ მოკიდებულები, გაჩეჩილები, ბოლის სუნით აყროლებული ვიღაცეები, საიდღანაც მოდიან ამ ახალი წლის დღეს
მოკლედ აი ასეთი იყო ახალი წლის შეხვედრა კოცონთან ტყეში
დანარჩენები დაამატებენ რაღაც რაღაც დეტალებს და რაც მთავარია: სურეთებიც იქნება!