ვაიმე გავხსენი და ნეტა არ გამეხსნა..

ეხლა უნდა ამოვალაგო ყველაფერი და ჩავალაგო, რაც საჭიროა..

1. BOSS - ის მაღაზიის სავიზიტო ბარათი...
2. პაწუა ქაღალდის ნაგლეჯი, რომელსაც ზედ ბავშვური კალიგრაფიით აწერია: "სიგრძე 41 სმ, სიმაღლე - 36,5 სმ, განი 17,5 სმ" (ეს საფულე ძმაკაცმა მაჩუქა და რომ გავხსენი შიგნით იდო ეს ქაღალდი, არ ამოვიღე, სამახსოვროდ ვინახავ უკვე მესამე წელია... ლოლ, სამი წელია ამ საფულეს ვხმარობ) აზრზე არ ვარ რატო იდო და საერთოდ რის ზომებზეა ლაპარაკი.
3. მალბოროს პაჩკებში რო ფლაერები ამოდიოდა ეგ.
4. ქაღალდი, რომელსაც აწერია ლათინური ფრაზები:
"Fortuna non penis, in mano non recipe"
და
"Penis magna, basis vitae" - ეს რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ეს ქაღალდიც სამახსოვროდ მაქვს ერთი ჩემი ძმაკაცისგან...
5. სასადილო "ბარაქა"-ს სავიზიტო ბარათი..
6. სილამაზის სალონ "ემა"-ს სავიზიტო ბარათი..
7. პლასტიკური ბარათი შარშანდელი გამოცდების..
8. ერთი ადამიანის პააწუა სურათი..

9. ქაღალდი, დედაჩემის წერილი - "გია, კომპიუტერთან რომ დაჯდები, ფანჯარა მიხურე, არ გაცივდე"

10. კიდო ქაღალდი... ჩემი დღიურია ზედ ნაწარმოები..

11. რაგბის ბილეთი, საქართველო-რუმინეთზე, ყვავამ მიყიდა და სამახსოვროდ ვინახავ..

12. ქაღალდი, რომელსაც აწერია პაბლო პიკასოს სრული სახელი...
13. კომპიუტერის მონაცემების ფურცელი თავისი ფასით, LAB Service-ში გავაკეთებინე, ფასი მაინტერესებდა და დღემდე დავატარებ, რათ მინდა არ ვიცი...
14. 1000 სომხური დრამი.... (ფულს რო უძახიან ეგ უბედურები)
15. Gabija Vitkeviciute-ს სავიზიტო ბარათი

16. მაია ხუნდაძIს სავიზიტო ბარათი (საიდან მოხვდა არ ვიცი)
17. ქაღალდის ნაგლეჯი ვიღაცის e-mail-ით...
18. სტომატოლოგ მარი ხასიდაშვილი-ს სავიზიტო ბარათი
19. ვინმე ჯემალ დონაძის სავიზიტო ბარათი.
20. მუნიციპალური ტრანსპორტის პრაიზნოი
21. სტუდბილეთი
22. პირადობის მოწმობა
23. ბიბლიოთეკის საშვი...
ვიცი, რომ სა
ფულეზე იყო საუბარი, მაგრამ ვაოფებ, რა ვქნა..
* * *
Change will come to those who have no fear..
* * *
ბებია მყავდა პოვარი...