5 წლის წინ ჩვეულებრივი 12 წლის თბილისელი გოგო ვიყავი,
ეხლა აღარ...
5 წლის წინ ცხოვრება ფერადი მეგონა,
ეხლა აღარ....
5 წლის წინ, 2002 წელს, ზაფხულში უბედნიერესი ვიყავი,
ეხლა აღარ...
5 წლის წინ, ბექა "მიყვარდა" (მეგონა რომ მიყვარდა), მისთვის კი ყოველთვის პატარა ვიყავი,
ეხლა აღარ... პირიქით....
5 წლის წინ ვფიქრობდი რომ, 18 წლის გავთხოვდებოდი,
ჰმ... ეხლა აღარ...
5 წლის წინ ჩემს დასთან გაუთავეებლად ვჩხუბობდი,
ეხლა აღარ...
5 წლის წინ გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა და პუტკუნა ბავშვი ვიყავი,
ეხლა აღარ....
5 წლის წინ თავი დიდი მეგონა...
ეხლაც...

და მაინც, ზუსტად 5 წლის წინ მოხდა ჩემი პერსონის ჩამოყალიბება - მაშინ როდესაც "მიყვარდა" უიმედოდ...