>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
გეპეი<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
/მეექვსე კორპუსი
მომყვევით, მე მომყევით, გაბედულად. მე გაჩვენებთ ყველაფერს, შეძლებისდაგვარად.

რიგით მეექვსე მდებარეობს სააკაძის მოედანზე. შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად ნახავთ შავ სამოსში გამოწყობილ, მოღუშულსახეებიან ადამიანთა გროვა-გროვას.
ანუ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ-სასტავ-სასტავს.
შესასვლელი მუდმივად ღიაა.
არა რას ამბობთ, ეს რამ გაფიქრებინათ, სულაც არ არის პანაშვიდი.
კანალიზაციის სუნმა შეგაწუხათ? არა უშავს, მალე გავცდებით ნახევრადღია ჭას, სუნიც ვეღარ მოგვწვდება, შემობრძანდით, აი იქ ფეხი არ წამოკრათ.
შენობაში სიბნელე ჭარბობს, ზამთარში ცივა, ზაფხულში-ცხელა. კედლები ჩამონგრეულია, ბათქაში-ჩამოყრილი. შუშებიჩამტვრეული..ზოგან წყალი ჩამოვიდა.. მერხებზე ნაფეხურებია, რას აღარ ნახავ.. პური, ბატიბუტი არაყი, ფანტა, ნაყინი.. ნარჩენები რა თქმა უნდა.
ეს ჩვენი დაცვაა, ლომივით ბიჭები.. ისინი ტერორისტულ აქტებს თავგანწირვით ებრძვიან.
შენობაში ცივა, ბნელა..
წარმოგიდგენთ იმს-ის კოლორიტებს:
ქსეოქსის მეცნიერებათი დოქტორი-ბატონი თენგო. ქსეროქსის მაფიის ხელმძღვანელი, რომლის საუბარიც მხოლოდ ბატონ დავითს ესმის. ბატონი დავითი-პროგრამირების მამა რბილი ლ-ების უბადლო მთქმელი..
ბატონი ნოდარი
>>>

<<< ეს ორი, მისი სმაილებია.
დაგცნინებთ, დაგაჩმორებთ გაგანადგურებთ, თუმცა ნიშანს მაინც დაგიწერთ.
პლანის, თუთუნისა და მიწაზე მუშაობის დიდი მოყვარული და უბრალოდ ჯიგარი კაცი, რომელთან საუბარიც უკვე აღარც ისე საინტერესოა, თუმცა მაინც ბევრთან საუბარს ჯობია.
წავედით.
აქეთ ლიფტია, თუმცა არ გირჩევთ ლიფტში შესვლას, რადგან.. ვინ იცის ვისი ვისაში აღმოჩნდება. თანაც, ყველა კი არ იყენებს აეროზოლს..
მომყევით, კიბეებზე ამოდით, ძირს იყურეთ, ფეხი არ დაგიცდეთ. მეორე სართულზე სულ ბნელა.
მესამე სართული, ხედავთ? კედლები მწვანედ შეუღებიათ.
არა, ნუკი ვინ არის არ ვიცი, მაგრამ ეტყობა ვიღაცას ძალიან უყვარს 3 ქილა საღებავი რომ დაუცლია.
ეს "ახალი აუდიტორიაა" ფანჯრები არ არის, არც ნათურები.. აქ ჩაჭრილებს სჯიან, ზამთარში 2 საათით ჯდომას აიძულებენ. ხედავთ როგორი სიმკაცრეა?..
ეს რიგი იმს-ის დეკანატთანაა, საგამოცდოების რიგში დგანან. აქეთ ურიგოების რიგია, იქით-რიგიანების.
პროგრამირება იმდენად აქვთ ტვინში გამჯდარი, რომ ციკლი გაეჭედათ- თუკი რაიმე კითხვით მიმართავ, დეკანატი ლექტორთან გაგზავნის, ლექტორი-დეკანატთან...
აი ამას ქვია პროფესიონალიზმი..

დიდხანს ნუ გაჩერდებით, მომყევით.
მეოთხე სართული.
სხვა განზომილება. შემწვარი კარტოფილის სუნი და გამომავალი სითბოს ტალღები იდუმალი, ყავისფერი რკინის კარებიდან, სიგარეტის კვამლი, ეს გეპეი არ არის, ამ ცისფერ კედლებში სულ სხვა უნივერსიტეტია.
მეხუთე სართული, ისევ ტიტველი სართული..
არა, ტუალეტი მეორე მხარესაა, თუმცა აქაც მოუხერხებიათ..
რატომ ჩერდებით? მეექვსეზე არ ავიდეთ?

არ მოგეწონათ?

ეხ...