ბებიაჩემი მიყვებოდა ზღაპარს შორეულ 80-იან წლებში.ხოდა თან ეძინებოდა,მაგრამ მე ვაძალებდი ხოლმე ზღაპრების მოყოლას.ერთხელ ძილბურანში მყოფი მიყვება ზღაპარს უფლისწულზე და პრინცესაზე.ყვება რა ჩვეულებრივად ზღაპარს და უცბად გაჭედა: ეს პრინცესა ისეთი ლამაზი იყო ბებო ისეთი ლამაზი,რომ სილამაზით ფეხზე ვეღარა დგებოდაო

მე გამოვშტერდი,ქალო რაებს ბოდავ რა ფეხზე ვეღარ დგებოდა?

ჰა ჰა? რა მოხდა? გამოერკვასავით

ეგ არასოდეს დამავიწყდება 50 წელიც რომ გავიდეს

ეს ისე გულისწასვლებზე გამახსენდა