აი როგორ აღწერა სიტუაცია 1979 წელს ბრიუსელის სტატისტიკური კვლევის განყოფილების თავჯდომარემ ჰელდენ მანმა:
"მზადდება ელექტრონულ გონებათა ახალი სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება მთელი მსოფლიოს დაინტერესების სფეროში შემავალი პრობლემებით. საქმე ეხება ბელგიაში ჯვრის ფორმით აშენებული 13 სართულიანი შენობისა და 3 სართულიან შენობათა მთელ ჯგუფს, სადაც განლაგებულია შესაბამისი ხელსაწყოები ციფრების აკრეფისა. მთელ დედამიწის ზურგზე ყოველ ადამიანს ექნება საკუთარი ნომერი, რიცხვი. ამ ნომრის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მონაწილეობის მიღებას ვაჭრობაში, ამასთან ეს რიცხვი უხილავი იქნება თვალთათვის.
სპეციალური აპარატურის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამ რიცხვის წაკითხვა ნებისმიერ მომენტში.
სამი ექვს ციფრიანი რიცხვით მიიღებს მსოფლიოს ყველა მოქალაქე დამოუკიდებელ ნომერს. არავითარი საბანკო ბარათი, არავიტარი ფული, არამედ კაცის თვალისთვის უხილავი ნომერი ხელზე ან შუბლზე.
ეს მოძრაობა დაიწყო შვედეთში, 1983 წელს 6000-მა მოხალისემ მონაწილეობა მიიღო ექსპერიმენტში. უმტკივნეულოდ დატვიფრით ისინი დანიშნულნი არიან სიკვდილამდე"
ფრაგმენტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კომპიუტერულ მიკროსქემების სფეროში, დოქტორ კოლ სანდერსენის გამოსვლიდან, რომელიც 1993 წლის ზაფხულში შედგა
"მრავალი წლის წინ დავიწყე მუშაობა, როგორც ინჟინერმა, მიკროსქემების შესაქმნელად. მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი მცირე ზომის მიკროსქემი ან ბიოჩიპი, რომელიც მოთავსდებოდა საინექციო შპრიცის ნემსში.
მილიონი დოლარი იქნა დახარჯული იმისათვის, რათა დადგენილიყო სწორედ ეს ადგილი ადამიანის სხეულში, სადაც იგი იმუშავებდა და მიიღებდა კვებას. ბიოჩიპი შედგება 250 000 შემადგენელი ნაწილისაგან. იმისათვის, რომ მიკროსქემა დაიტენოს საჭიროა ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა. დადგენილი იქნა ორი ასეთი ადგილი, ესენია შუბლი და მარჯვენა ხელი.
მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა მრავალი მიმართულებით და ზოგნი ვერ გებულობდნენ თუ რაზე უწვდათ მუშაობა.
მე ვმუშაობდი კვების წყაროს რესურსებზე. იმ დროისათვის მე მეუწყა გაფრთხილება ღვთისაგან და დავიწყე წმინდა წერილის გამოკვლევა და აი გამოცხადების 13-ე თავში აღმოვაჩინე "აიძულა ყველა, პატარები და დიდები, თავისუფლები და მონები ნიშანი მიეღოთ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე".
მე დაწმუნებული ვარ, რომ როდესაც იოანემ იხილა უფლისაგან გამოცხადება, მან იხილა სწორედ ის ბიოჩიპი, რომელიც თავსდება ეგიდემიოლოგიურ ნემსში.
მუშაობის პროცესში იხილვებოდა, რომ მისი მიზანი იყო პლანეტის ყველა ადამიანი ამ მიკროსქემით დატვიფრულიყო.
ერთხელ ჩემთან ერთი სახელმწიფო მოხელე მოვიდა და გამაფრთხილა, რომ არ გამეთქვა ინფორმაცია ამ ბიოჩიპის არსებობის შესახებ.
ღმერთმა მე მითხრა შეხედე ამ რიცხვს: 666-ს. მე კი მივუგე: უფალო მე ხომ არ ვიცოდი ამის შესახებ.
მინდა გითხრათ, რომ ფლორიდაში ბავშვთა დაწესებულებებში არიან ბავშვები, რომელთაც კანქვეშ შეყვანილი აქვთ ეს მიკროსქემები. მე ერთ-ერთ დირექტორს ვკითხე თუ რა მოხდება, თუკი ეს ბიოჩიპი მწყობრიდან გამოვა, მან მიპასუხა, რომ ორგანიზმში მომენტალურად მოახდენს რაღაც ცვლილებას და ამ ადგილზე ჩირქოვანი ჭრილობა გაჩნდება.
და იოანეს გამოცხადების 16-ე თავში ვნახე "წავიდა პირველი და გადმოიღვარა მიწაზე თავისი თასი და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს"."
თუ რამე კითხვა არსებობს ამასთან დაკავშირებით, გისმენთ.
p.s. არის ასეთი ქართული დოკუმენტური ფილმი "ქვეყნის აღსასრული" და სჯობია თუ ნახავს ყველა. ეს ნაწყვეტები ამ ფილმიდან არის