#52929799 · 18 Jun 2018, 01:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
im_watching_you
მე არ დამიწერია მაგ ბიჭზე. ეგ აზრი თუ გამოგაქვს რომ ყიზილბაშებს ვადრი მაგას, განაგრძე ) სხვაგან გადაგაქვს საუბარი. ვერც ვინმეზე განსაზღვრავთ ვინაა ქრისტიანი და ვინ არა. კი, პატრიარქის ლანძღვა გინება იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის ცილისწამება არაა ქრისტიანობა, და არაა ქრისტიანული. მითუმეტეს ეკლესიის რადგან უამრავი სიწმინდე და ჭეშმარიტად მსახური სასულიერო პირია. იდეაში, ეკლესია არის უფლის ნებით , არის მისი ცოცხალი სხეული. და მისი მაგინებელი, შეურაცხმყოფელი არის ბოროტი მხოლოდ. ეკლესიის მაგინებელი, ანუ იდეაში ქრისტეს ცოცხალი სხეულის განსახიერების მაგინებელი, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელია. ეგ შენი პრიმიტიული აზროვნებით არის პატრიარქის თუ სხვა სასულიერო პირების დაცვა მათი ღმერთთან გაიგივება, რა უნდა გელაპარაკო აბა ) კარგი ერთადერი ის არის რომ ადვილადაა თქვენგან გამოაშკარავებული აზროვნების უუნაროობა, სპეკულაციები კლასიკური სახით - თემის შეცვლა უხერხული აქცენტების დასმის დროს, ლანძღვა პროპაგანდის მოტივებით, ფაქტების დამახინჯება და ცილისწამება, ასევე დასმული თითქოს პასუხგაუცემელი კითხვები, რომელზეც თვითონ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ მოძღვრებაში, ფილოსოფია თუ თეოლოგიაში არის ამომწურავი პასუხი. თქვენ ეს არ იცით, ელემენტარული გაუნათლებლობის გამო, ან იცით და უბრალოდ მოტივირებულები ხართ სხვა გარემოებებით, ფულით, შურით, შეიძლება სხვაგან ვერ ახერხებთ განაწყენებულები ცხოვრებაში რეალიზაციას და სხვის ქვის სროლაში პოულობთ შვებას, და ა.შ. ან უბრალოდ სხვა კონფესიის წევრები ხართ, ძირითადად სატანისტური, რომლებიც ასე დაუფარავად ლანძღავენ ქრისტიანობას და ქრისტეს. კარგია ისიც, რომ ადვილად იშიფრებით და ასე მარტივად ჩნდება თქვენი ჭეშმარიტი სახე.
|