ლოლ... ერთხელ მეთვითონ ავკაპოტდი

ბავშვობაში, ასე 15 წლის რომ ვიყავი, ლიკანში ვისვენებდი, ყოველ დღე იქიდან ბორჯობში ჩავდიოდი როლიკებით და მერე უკან ტაქსით(აღმართი არ მიყვარს), ხოდა ჩემთან ერთად ჩამოდიოდა ხოლმე ვიღაც ბებერი კაცი დაფახფახებული ჟიგულით, ტვინი წამიღო, მაინცდამაინც მაშინ მოუნდებოდა გამოსვლა, მე რომ მოვდიოდი.
დავადებდი თავს და ამ მოსახვევებში და დაღმართში გამოვყოფდი ადრენალინს, თან უკან ავდიოდი ხოლმე, - მეგობრებს დავხედავდი და ისევ ჩავდიოდი.
ხოდა ეს კაცი სადაც დამინახავდა შეშდებოდა, რამდენჯერმე დაიბნა ჩემს დანახვაზე და რა ექნა აღარ იცოდა, თან ძალიან ნელა დადიოდა...
მოკლედ ძალიან შსინოდა, რომ "ბორბლებიანი" გოგოსთვის არ დაერტყა

ერთ დღესაც ვხედავ ბაზრიდან გამოდის, თან უკან იყურება(იმ დღის განმავლობაში სამჯერ შემხვდა და სამჯერვე გზა დამითმო(არადა "გონკაობა" მინდოდა

)
ხოდა გავექანე და გავადინე ბრაგვანი იმის დაჟანგულ კაპოტზე..

რამდენიმე წამი ასე ვეგდე და მერე უცებ ავწიე თავი და შევხედე... არ მომჩვენებია, - ლურჯი იყო!

აუ, რა საზიზღარი ახტაჯანა გოგო ვიყავი....

ეჰ, ესეც ჩემი ნაომარი როლიკები..
This post has been edited by dolores on 2 Jun 2007, 23:34
მიმაგრებული სურათი