-__-
ოკ.
მაში,ნ მე ჩემს მაგალითს მოვიყვან და შენ შეიძლება დაფიქრდე, როგორ გაბოლებს საკუთარი თავი. 26 წლის ვარ და ამ წლების მანძილზე, არასდროს
არავის გავუღიზიანებივარ. რამდენიმე წლის უკან, რაღაცატო, გამაღიზიანა ადამიანის ჭამის მანერამ, იმდენად, რომ სრულიად მომიცვა სიბრაზემ.
თმიდან ფეხის წვეტამდე (

) გაცოფებული ვიყავი და სიბრაზისგან იმხელა ენერგია დამიგროვდა, მუჰამედს და მთას გადავაბამდი ერთმანეთზე.
მანდ, ჩემს თავს დავუსვი კითხვა, თუ რატომ გავღიზიანდი ასე ძალიან, რატომ აქამდე, ამდენი წელი არ მაღიზიანდებდა, ახლა რა შეიცვალა?
ის ხომ მანამდეც და იმ მომენტშიც, ერთნაირად იქცეოდა? აი, რა მეტაკა? ნუ, მე არ ვიცოდი რა მეტაკა, თუმცა ის ზუსტად ვიცოდი, რომ
პრობლემა იყო ჩემში.მართლაც, იმ ერთი, რამდენიმე წუთიანი შემთხვევის გარდა, არაფერი ყოფილა მსგავსი. ნუ, მიზეზი დღემდე არ ვიცი.
სამაგიეროდ, ბებიაჩემის და, ქალი, რომელიც ასაკის, კბილის პროთეზის და სხვა ფაქტორების გავლენით ჭეშმარიტად უსუფთაოდ და ხმაურით ჭამდა,
ოდნავადაც არ მაღიზიანებდა, არ ვწუხდებოდი, პირიქით - სიყვარულით და სიბრალულით ვიყავი მისადმი და ვცდილობდი მეც მასთან ერთად მეჭამა,
რადგან თავადაც ხვდებოდა თავის მდგომარეობას და თავს გვარიდებდა, ცალკე ჭამდა ყოველთვის და ეს გულს მიკლავდა.
ხომ ხედავ, ერთ შემთხვევაში, არარსებულმა "ხმაურმა" კინაღამ ამაფეთქა და მე ამის მჯეროდა. მეორეში კი - ნამდვილმა "ხმაურმა" ვერ იმოქმედა.
ამ მაგალითებით, მე არ ვამბობ, რომ უნდა აიტანო, მე ვამბობ, თუ რა დონეზე გვმართავს ჩემი გონება, ეს ნათლად ჩანს ორივეგან.
შეიძლება ამ მაგალითმა დაგაფიქროს, ეს ისევ შენ დაგეხმარება და ნაადრევი ნაოჭები არ გაგიჩნდება სახეზე.


* * *
მეგატვინი