ცოტა ძველი ამბავია, მაგრამ სასაცილოა მაგარი. ეს ამბავი ერთ-ერთ თბილისურ მარშრუტკაში მოხდა:
მოკლედ, აჩერებს შუახნის ქალი მარშუტკას, ჯდება და რამდენიმე გაჩერების შემდეგ ამბობს:
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს ქალბატონო - ეუბნება რამდენიმე გაკვირვებული მგზავრი.
- გამარჯობა!- უწევს ხმას ქალი
- გაგიმარჯოს, გავიგეთ - პასუხობენ ისევ მგზავრები.
- გამარჯობაააა! - კივის უკანასკნელ ხმაზე ქალი.
- გამარჯობა ქალბატონო, გამარჯობა - აყვირდა შეწუხებული მძღოლიც.
- უი, ჩემი სიკვდილი, გამარჯობა კი არა, გააჩერეთ, გააჩერეთ!

-----------------
ეს ამბავიც ერთ-ერთ თბილისურ მარშუტკაში მოხდა, რომელსაც პირადად შევესწარი.
კაროჩე, მარჯანიშვილზე, მარშუტკაში ამოვიდა ორი მთასავით კაცი (სვანები იყვნენ, როგორც მათი საუბრის კილოთი და საქციელით დავასკვენი

). ჩაჯდნენ და ის იყო, მძღოლმა მარშუტკა დაძრა, რომ აყვირდნენ:
- მოიცა, სად მიდიხარ, ჩვენი დაა მოსასვლელი!
- ვინ თქვენი და, აბა სადაა? - იკითხა მძღოლმა.
- აქამდეც უნდა მოსულიყო, მალე მოვა, ასე 15-20 წუთში - ამბობენ სვანები.
- რა 15-20 წუთი, სულელები ხომ არ ხართ, სოფლის მარშუტკა კი არაა! - გაგიჟდა მძღოლი.
- აბა მაშინ ჩვენ ჩავალთ! - ამაყად თქვეს სვანებმა და ჩავიდნენ. აუ, მათი ჩასვლა იყო და იქ ამბავი ატყდააა