ნახე. შარშანდელი თუ შარშანწინდელი ივნისი.
ალბათ, შარშანდელი.
რას გაიგებ.
ის დღე იყო, თათო რომ გავიცანი.
სულ მახსოვდა მერე და ის სათამაშო, თათოს რომ ედო ჩანთაში.
ჰო, აი შენი წერილი. ეს ყველაზე ძველი წერილია, საერთოდ, რასაც ვინახავ. რატომ, ვერ გეტყვი.
'დღეს ჩემს ძმაკაცებს ვუთხარი რომ პატარა დაიკო მყავს შენი სახით
არ დამიჯერეს, უფრო სწორად ძალიან გაუკვირდათ იმიტო რო ჩვენ სამეგობროში თითქმის არავის ვაძლევთ "უფლებას" დაგვიახლოვდეს... რატომ? იმიტომ რომ თავად ეს სხვა ადამიანები არ იმსახურებენ ჩვენს თავს, ხოდა უბრალოდ ვერ აღიქვეს რომ ესე შეიძლება ვინმეს დაემსახურებინა ერთ დღეში ჩემი ნდობა და ამხელა სიყვარული...
თათა ძალიან მინდა რომ ჩემ უსაყვარლეს ადამიანებს შენი თავი გავაცნო... ჩვენ ხვალ მივდივართ ქალაქგარეთ.... მოდის -------...
მაგრად გამიხარდება თუ ჩემი დაიკოც ჩვენთან ერთად იქნება... ანუ შენ
მივდივართ დაახლოებით 3-ზე... მოვბრუნდებით საღამოს 6-7-ზე...
ხოდა მოკლედ შენი წაყვანაც მინდა... იქნებ სახლში მოაგვარო და გამოაშვებინო თავი... თუ გინდა მეც დავრეკავ...
მოკლედ შემეხმიანე... ან აქ ან მობილურზე ან სახლის ნომერია .. .. ..
უბრალოდ გეტყვი რომ თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ და მგონია რომ მართლა ჩემი და ხარ მე შენ უნდა გიპატრონო და მიგხედო...
ძალიან მაგრად მიყვარხარ'
* * *
ვაგრძელებ ძველი მეილების და წერილების წაშლას. 2006 წლის წერილებიც კი ვიპოვე იმეილში.

)) ამჯერად, ჩემი სთორების რეტროსპექტივა გამოვიდა

ჯერჯერობით, მხოლდო წერილების ორი სერია დავტოვე. საოცარია, და, მეორე სერიისას პირველი არც გამხსენებია. მიდნა გითხრა, ამ ადამიანს ვერც ვერავინ შეერდება ჩემს ანცნობებს შორის

ასეთი რამეები შენ უძალიანესად გიტყდება, მაგრამ არაუშავს. იცი, მენანება წავშალო, თუმცა არაფერში მჭირდება. ავდგები და ერთ ფაილად დავასეივებ. საინტერესოა, იცი. მაგარი რაღაც იყო. რა თქმა უნდა, მანამდე, სანამ რამე დაიწყებოდა. მერე ბანალურია და შესაბამისად - სავსებით სულელური.

ალბათ ვერ შევხვდებით ვეღარასოდეს.

რომ ჩამოხვალ კი დამიწყებ ძებნას და მეც გამიხარდებოდა შენი ნახვა, მაგრამ არ მკითხავ, რომ მეზარება?

მოკლედ, როგორც ჩვენ ვიცით - საუკეთესო რიგარდს და ასე შემდეგ, ცხოვრებაში