იცი...იცი, ვიეჭვიანე... გამიხარდა, ოღონდ, .., ვერ წარმოვიდგინე რომ ჩემ გარდა ვინმე შეიყვარე. მტკნარი სისულელეა რასაც ვამბობ. ვიცი. ნამდვილად. და ფაქტია, რომ ასე ვიფიქრე. ვერ წარმოვიდგინე. ვერაფრით. ვინ შეგიყვარდა? მაგარია რომ შეგიყვარდა... აი ძალიან მაგარი. უბრალოდ, .., ,.,., , მენატრებოდი. ხანდახან. და სულსულ რატომღაც. მე ხომ ასჯერ გაგექცევი და როცა მენატრები მეასეჯერვე იმას ვფიქრობ რომ გაგექცევი,.,.,.,,, რატომ შეგეჩვიე ასე ?! და რატომ მახსოვს ყველაფერი გადიდებულად? რატომ,., ?!, არ ვიცი. იქნებ უბრალდო მეგობრობა ან ერთად ყოფნა - ვიღაცის შენთან სითბო რამე. ეგაა? ხო, უფრო ეგ. უფრო გულში. ვიდრე რაღაც სხვა მიზიდავს ან ასეთი სისულელეები. არვიცი, არვიცი.
რატომ რატომ რატომ რატომ რატომ მახსოვს ეს ყევლაფერი ასე გადიდებული კადრებით?
მოდი, მოვიფიქროთ. ხმამაღლა. სიმართლე მოვძებნოთ.
1. იქნებ არავინ არ ყოფილა ჩემს გვერდით და იმიტომ? ლოგიკური იქნებოდა
- არა. ასეა არაა. თითქმის არა. ისე, მართლაც არ ყოფილა ჩემს გევრდით პერმანენტულად მართლაც არავინ. ხომ იცი, ვერავის ვუჩერდები. შენ ძალიან შეგეჩვიე - მიუხვედრელად.
2. იქნებ არც ასეთი მძაფრი რაღაცები მახსოვს ვინმესგან?
- არ ვიცი. შეიძლება ცოტა ეგეც. მე ხომ არავის ვაძლევ ამის საშუალებას.
3. იქნებ იმიტომ რომ განსაკუთრებუალდ ან ძალიან მომწონდი?
- აი ეგ არა. არა. უბრალოდ, ზედა ორმა მიზეზმა განაპირობა. ამდენი არ მიმხიარულია როგორც ჩიტს არსად. და ალბათ ამიტომ.
იცი მერე დიდი ვიყავი და აღარავის ვაძლევდი საშუალებას ყოფილიყო ახლოს. თორემ ჩემს ყველაზე დიდ ემოციას ორჯერ ვკარი ხელი. ეგ იყო ვინც იყო ჩემთვის.

შენ რა შუაში ხარ. უბრალდო, რაღაცნაირი ხარ, ყევლაზე რაღაცნაირი, ვინც ჯერჯერობით მინახავს და ალბათ ამიტომაც - ასეთნირად _ დაუვიწყარი.
მიხარიხარ.