მე არც კი ვიცი რას დავარქმევ იმ უღვთო ტკივილს,
შენ რომ ადგე და წახვიდე მართლა...
მე ვიცი მხოლოდ არ დავიწყებ მოთქმას და ტირილს
და ვერ დაგიშლი ვერაფრით წასვლას...
შენი დანახვა რომ უდრიდეს ჩემთვის სიცოცხლეს,
ვერ დამჯაბნიან, ვერ დამცემენ მაინც ვნებები,
მე მეყვარები ისე, როგორც არავის არსად,
მაგრამ ქუჩაში არასოდეს დაგედევნები.
შენ რომ წახვიდე მე დამრჩება ულევი სევდა,
კისერზე მაინც მუდარით ვერ დაგეკიდები,
მე ვერ დაგიშლი ვერაფრით წასვლას,
თუმცა არ ვიცი რას დავარქმევ იმ უღვთო ტკივილს
შენ რომ ადგე და წახვიდე მართლა
..........................................................
არ არის გარითმული, მაგრამ მაინც ................................
მაკ-კი
* * *
სიყვარულის წვიმა იყო მაგრამ სულ არ დავსველდი,
ყველა სადღაც მიდიოდა მე კი მაინც გავჩერდი,
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე კი მაინც მციოდა
მშვენიერი ცხოვრებისგან თვალზე ცრემლი მდიოდა.
მივდიოდი მარტოდ-მარტო მომყვებოდა აჩრდილი,
მივდიოდი ჩემთვი ჩუმად და მომესმა ძახილი
მივიხედე გაოცებით და შევხედე იცი რას?
დღე პირველად შენ აჩრდილმა ჩემთან ერთად იტირა
გზა გავნაგრძე თუმცა აჩრდილს გული ისევ სტკიოდა,
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე უშენოდ მციოდა
ძალიან დავიწვი
* * *
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
* * *
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დღეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე.
ეს ბოლოა და აღარ დავწერ
This post has been edited by niki_ niki on 14 Aug 2009, 19:26